x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რთული გამოყოფა. (Photoshop CS 4 & 5)

რთული გამოყოფა. (Photoshop CS 4 & 5)

გამოყოფა რთულად ითვლება, თუ საჭიროა უკანა ფონისგან, თმის, ხის ფოთლების, ბუმბულის ან სხვა წვრილი დეტალების გამოყოფა. ასეთი გამოყოფის დროს, ფოტოშოპის ტრადიციული გამოყოფის ხელსაწყოები უსარგებლოა. გამოყოფა ხორციელდება არხის საფუძველზე შექმნილი ნიღბით:
1. გარდავქმნათ გამოსახულება სამუშაო ფენად, Layers (ფენები) პალიტრაში, უკანა ფონზე 2-ჯერ დაწკაპუნებით > გავხსნათ Channels (არხები) პალიტრა და არხებზე მაუსის დაჭერით, დავათგვალიეროთ გამოსახულების არხები > მოვახდინოთ ყველაზე კონტრასტული არხის კოპირება, მისი ახალი არხის შექმნის ღილაკზე გადათრევით.

რთული გამოყოფა. (Photoshop CS 4 & 5)

2. კოპირებულ არხზე გავზარდოთ კონტრასტულობა Levels (დონეები) ბრძანების სადიალოგო ფანჯრის გამოყენებით (მენიუ Image > Adjustments > Levels ან ღილაკების კომბინაცია – Ctrl+L): ჰისტოგრამის ქვემოთ მოთავსებული ბერკეტების გადაწევით, კონტრასტის გაზრდისას, ყურადღება უნდა მივაქციოთ კონტურის ხაზს, რომ რაც შეიძლება მეტი დეტალები იყოს შენარჩუნებული.

რთული გამოყოფა. (Photoshop CS 4 & 5)

3. რადგან უკანა ფონი ერთგვაროვანი არ არის, უნდა გავზარდოთ კონტრასტი არხის ცალკეულ უბნებზე. ამისათვის, ხელსაწყო ლასოს ან პოლიგონალური ლასოს (Polygonal Lasso) გამოყენებით, გამოვყოთ კონტურის ხაზზე პატარ-პატარა მონაკვეთები და გავზარდოთ კონტრასტი იგივე წესებით (Levels ხელსაწყოს გამოყენებით).

რთული გამოყოფა. (Photoshop CS 4 & 5)

4. გავააქტიუროთ Burn (დამუქება) ხელსაწყო, შემდეგი პარამეტრებით: Range: Shadows, Exposure: 25% და შეძლებისდაგვარად, დავამუქოთ კონტურის ხაზის მიდამოები, მცირე ზომის ფუნჯის გამოყენებით (მასშტაბი უნდა გავზარდოთ და თითოეულ ღერზე გადავატაროთ პატარა ზომის ხელსაწყო) > გავააქტიუროთ Dodge (Range: Highlights, Exposure: 25%) ხელსაწყო და გავაღიავოთ კონტურის მიდამოების ნაცრისფერი ფონი. ამ შემთხვევაში, აღარ არის საჭირო მცირე ზომის ხელსაწყო, შეგვიძლია დიდი ზომის ფუნჯი შემოვატაროთ კონტურის ირგვლივ.

რთული გამოყოფა. (Photoshop CS 4 & 5)

5. გავააქტუროთ ფუნჯი (Brash) Overlay (გადაფარვა) რეჟიმით და 100%-იანი გამჭვირვალობით > გადავატარით კონტურის ზონას შავი ფერის ფუნჯი. ამ რეჟიმში, შავი ფერის ფუნჯი, მხოლოდ მუქი ფერის პიქსელებს ღებავს შავად, ხოლო თეთრი ფერის ფუნჯი – მხოლოდ ღიას > შევცვალოთ ფუნჯის Overlay რეჟიმი, Normal რეჟიმით და შევღებოთ კონტურის შიგნით მოქცეული გამოსახულების ნაწილი შავად, ხოლო ფონი-თეთრად.
გამოყოფის ამ მეთოდის არსი იმაშია, რომ შევქმნათ ისეთი ნიღაბი, რომელზეც მხოლოდ ორი ფერი იქნება: თეთრი და შავი.

რთული გამოყოფა. (Photoshop CS 4 & 5)

6. დავაჭიროთ Ctrl ღილაკზე და დავაწკაპუნოთ არხის მინიატურაზე. შეიქმნება გამოყოფა > მოვახდინოთ გამოყოფის ინვერტირება (მენიუ Select > Inverse) > გავხსნათ Layers პალიტრა, გავააქტიუროთ გამოსახულების ფენა და დავაჭიროთ ნიღბის შექმნის ღილაკს. გამოსახულებას უკანა ფონი ავტომატურად მოსცილდება > შეგვიძლია ფენის ნიღაბი გავააქტიუროთ და გამოყოფა ჩავასწოროთ თეთრი და შავი ფუნჯების გამოყენებიოთ. ასევე შეგვიძლია, ნიღაბზე მუშაობისას, Smudge (თითი) ხელსაწყოს გამოყენება კონტურის ხაზების მოსასწორებლად.

რთული გამოყოფა. (Photoshop CS 4 & 5)

7. იმ შემთხვევაში, თუ გამოსახულების ახალი ფენა, ძველ ფენაზე უფრო მუქია და ობიექტს, კონტურის ხაზზე ღია ფერის პიქცელები მიჰყვება, უნდა გავააქტიუროთ ხელსაწყო Burn, Highlights ან Midtones რეჟიმით (პიქსელების ფერის მიხედვით), დავაწკაპუნოთ გამოსახულების მინიატურაზე და დავამუშაოთ კონტურის ხაზზე განლაგებული ღია ფერის პიქსელები.

რთული გამოყოფა. (Photoshop CS 4 & 5)

2
20
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20
  
2015, 13 ოქტომბერი, 15:41
ფოტოშოპი ველოსიპედივით არის, ერთხელ თუ ისწავლე, არ დაგავიწყდება. 6 წლის წინ სხვა ვერსია იყო, მაგრამ ხელსაწყოები დიდად არ შეცვლილა. :)
2015, 13 ოქტომბერი, 15:25
როგორ დავიწყება იცის ყველაფერმა :(( ნეტ-სფეროში ვმუშაობდი და ფოტოშოპი საკმაოდ კარგად ვიცოდი, თუმცა 6 წელია აღარ მაქვს შეხება და ყველაფერი თითქმის დამავიწყდა :(
0 1 2