x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გამოყოფა სწრაფი ნიღბის რეჟიმით (Quick Mask). გამოყოფა. (Photoshop CS 4 & 5)

გამოყოფის ხელსაწყოების გამოყენებით, გამოსახულებაზე ობიექტის გამოყოფა შეიძლება, თუ ობიექტს მკვეთრი და კონტრასტული საზღვრები აქვს. მაგრამ, იმშემთხვევაში თუ საზღვარი გადარეცხილი, ნაკლებად კონტრასტული, ნახევრად გამჭვირვალე ან ფონი არაერთფეროვანია, გამოიყენება სწრაფი ნიღბის ანუ Quick Mask რეჟიმი.

გამოსახულების Quick Mask რეჟიმში გადართვის ღილაკი მოთავსებული არის ხელსაწყოების პანელის ბოლოში (ნახ. 1) და რეჟიმში გადართვისთვის, საჭიროა ღილაკზე, მაუსის მარცხენა ღილაკით დაწკაპუნება. Quick Mask რეჟიმში გადასვლის შემდეგ, ხელსაწყოების პანელზე, ფერის არჩევის ბლოკში, ავტომატურად დგება თეთრი და შავი ფერები, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიღაბზე მუშაობა მხოლოდ ამ ორი ფერით არის შესაძლებელი, ხატვის ხელსაწყოების (ფუნჯი, ფანქარი, გრადიენტი) გამოყენებით. Quick Mask რეჟიმიდან გამოსვლა, იგივე ღილაკზე დაჭერით არის შესაძლებელი.

შენიშვნა: Quick Mask რეჟიმზე გადასვლა და რეჟიმიდან გამოსვლა, ასევე შესაძლებელია კლავიატურის Q ღილაკზე დაჭერით.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

Quick Mask

ისევე როგორც ფენის ნიღაბზე, შავი ფერი ნიღბავს გამოსახულებას, ხოლო თეთრი აჩენს, Quick Mask რეჟიმში ნიღაბზე მუშაობის დროს, შავი ფერი წინასწარ შერჩეული ფერით (ავტომატურ რეჟიმში 50% -იანი წითელი ფერი არის დაყენებული) ნიღბავს გამოსახულების ერთ ნაწილს (გამოსახულება ნახევრადგამჭვირვალე აპკით იფარება), ხოლო თეთრი ფერი პირიქით, ნიღბისაგან ათავისუფლებს გამოსახულებას. ე. ი. შავი ფერით იხატება ნიღაბი, თეთრი ფერით იშლება. იმის არჩევა, თუ გამოსახულების რომელი ნაწილი უნდა შეინიღბოს და რომელი არა, შესაძლებელია სწრაფი ნიღბის ოპტიმიზაციის ფანჯარაში (ნახ. 2), რომელიც ეკრანზე, სწრაფი ნიღბის რეჟიმზე გადართვის ღილაკზე, მაუსის ღილაკის ორჯერ დაწკაპუნებით გამოდის.

Quick Mask

სადიალოგო ფანჯარაში, ფერით წარმოდგენის Color Indicates ველში ორი გადამრთველი არის მოთავსებული: Masked Areas (ოლქის შენიღბვა) გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, სწრაფი ნიღბის რეჟიმში მყოფ გამოსახულებაზე, ფონი ინიღბება, ხოლო Selected Areas (ოლქის გამოყოფა) გადამრთველის არჩევის შემთხვევაში, ინიღბება გამოსაყოფი ობიექტი. ავტომატურ რეჟიმში Masked Areas გადამრთველი არის ჩართული.

მოცემულ სადიალოგო ფანჯარაში, შესაძლებელია ნიღბის ფერის შერჩევაც, იმ შემთხვევაში თუ გამოსახულებაზე ობიექტების ნაწილი ან ფონი წითელი ფერის არის. Color განყოფილებაში ფერის ველზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ფერთა პალიტრა, რომელშიც შესაძლებელია ნებისმიერი ფერის არჩევა ნიღბისათვის.

გამოსახულების გამოყოფა Quick Mask რეჟიმში (პრაქტიკუმი)

I. Quick Mask რეჟიმში გამოყოფის პროცესი უფრო რომ დავაჩქაროთ, უხეთად გამოვყოთ გამოსახულებაზე ობიექტი, გამოყოფის რომელიმე ხელსაწყოს გამოყენებით.

Quick Mask

II. დავაჭიროთ სწრაფი ნიღბის რეჟიმზე გადასვლის ღილაკს (Q). გამოსახულების ფონის ნაწილი ნიღბით დაიფარება.

Quick Mask

III. გავააქტიუროთ ხელსაწყო ფუნჯი, ავირჩიოთ შავი ფერის საღებავი და გავაგრძელოთ ნიღბის ხატვა. გამოსაყოფი ობიექტის უკანა ფონი სრულად უნდა დაიფაროს ნიღბით. იმ შემთხვევაში, თუ ფუნჯს შემთხვევით გადავატარებთ გამოსაყოფ ობიექტს, უმდა შევცვალოთ ფუნჯის ფერი და წავშალოთ შეცდომით დახატული ნიღბის ნაწილი. ფერებს შორის სწრაფი გადართვა, შესაძლებელია კლავიატურის X ღილაკზე დაჭერით.

Quick Mask

IV. ნიღბის დასრულების შემდეგ, უნდა გამოვიდეთ სწრაფი ნიღბის რეჟიმიდან (Q). რეჟიმიდან გამოსვლის შემდეგ, გამოსახულებაზე ავტომატურად შეიქმნება გამოყოფის ოლქი.

Quick Mask

V. შედეგის სანახავად, მოვახდინოთ გამოყოფილი ობიექტის კოპირება ახალ ფენაზე (Ctrl+J) და გავთიშოთ უკანა ფონის ფენა Layers პალიტრაში.

Quick Mask

შენიშვნა: თუ გამოსაყოფი ობიექტის საზღვარი გადარეცხილია, საჭიროა რბილი ფუნჯის გამოყენება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საზღვარი ნახევრად გამჭვირვალეა (მაგ., თმის გამოყოფის დროს, თმის კანთან და ტანსაცმელთან შეხებუს ადგილები), გამოიყენება დაბალი გამჭვირვალობის ფუნჯი.

2
56
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
56
  
2015, 11 ოქტომბერი, 22:34
დიდი მადლობა
2015, 11 ოქტომბერი, 21:27
რამდენს შრომობ ლალი, ვაფასებ ნამდვილად და გავაზიარე რა თქმა უნდა.
0 1 2