x
image
lady.ge
ზოდიაქოს ნიშნები და ავადმყოფობა

imageალბათ იცით, რომ ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთისგან არა მარტო ცხოვრების აღქმით, ტემპერამენტით და მსხოფლმხეველობით, ფსიქოლოგიური მახასიათებლებითაც გამოირჩევნიან. აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ ყველა მათგანს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, ვერძები და მშვილდოსნები ყველაზე ოპტიმისტთა და ყველაზე სიცოცხლისუნარიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. მათი ლოგინში გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. ისინი ხშირად, ფსიქოლოგიური მიდგომით უფრო ამარცხენებ ავადმყოფობას ვიდრე მედიკამენტების დახმარებით. რაც შეეხება კიდევ ერთ ცეცხლის ნიშანს-ლომს, მას საშინლად მოსწონს როცა ანებივრებენ, ამიტომ ხშირად ძალიანაც აწყობს "ავადმყოფის" როლი და ის თუ როგორ დასტრიალებენ თავს გარშემომყოფები, თუმცა ლომიც ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება და შესაბამისად, მისი სასიცოცხლო პოტენციალიც საკმაოდ მაღალია. შედარებით სუსტimageი იმუნური სისტემით და ჯანმრთელობით გამოირჩევიან ჰაერის ნიშნები, ამ მხრივ ყველაზე მეტად მერწყული "იჩაგრება", როგორც წესი ბევრ მერწყულს აწუხებს რევმატიზმი, წნევები და ჰაერის უკმარისობა. ეს იმიტომ რომ მათ არ უყვართ ფიზიკური დატვირთვა, რაც ორგანიზმისთვის სიჯანსაღის გარანტიაა. რაც შეეხებათ, ტყუპებს და სასწორებს, ტყუპებს კიდურები აქვთ სუსტი და ხშირად იტანჯებიან მოტეხილობით, სასწორი კი ტკბილეულის გადამეტებული სიყვარულის და ჭარბი წონის გამო ხვდება "დაჩაგრულთა" სიაში. რაც შეეხებათ, მიწის ნიშნებს მათ სიჯიუტესთან ერთად კარგი ჯანი და ამტანობაც უბოძა განგებამ, ქალწულის გარდა. ქალწულები, როგორც წესი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას უდიდეს ყურადღებას უთმობენ, თუმცა მათ სუსტი კუჭნაწლავი და მომნელებელი სისტემა აქვთ, რის გამოც ხშირად უწევთ დიეტების დაცვა. თხის რქას რაც შეეხება, მათი უმრავლესობა შესაშურ ფორმას ინარჩუნებს ღრმა სიბერემდე და როგორც წესი თხის რქები ხანგრძლივად ცხოვრობენ. რაც შეეხება კუროს, კუროს პრობლემა გადამეტებული მადა და ჭამა-სმის სიყვარულია ამიტომ მათი დიდი ნაწილი იტანჯება ჭარბი წონით ან დიაბეტით. imageყველაზე სათუთები კი ავადმყოფობის მხრივ, წყლის ნიშნები არიან, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან კიბოები, კიბოს ცუდად ყოფნის წყარო მისი ემოციებია. დარდს და პესიმიზმს მისი ლოგინად ჩაგდება შეუძლია. სიხარულს კი გამოჯანმრთელება. არანაკლებ სუსტი ემციური სისტემით და ჯანმრთელობით გამოირცევიან თევზებიც. მათ ხშირად აქვთ ალკოჰოლის მიმართ "სწრაფვა" რაც ღვიძლის პრობლემების საწინდარია. რაც შეეხება მორიელს, მისი ჯანმრთელობის შერყევა წლობით ნაგროვებ წყენას და ბოღმას შეუძლია. რამაც შესაძლოა თავი ქრონიკული წყლულის ან მსგავსი დაავადების სახით იჩინოს. ასე რომ მორიელებო პატიება ისწევლეთ მალე.

8
1645
4-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1645
  
2013, 26 აპრილი, 11:43
ამჯერადაც შეცდა თქვენი ჰოროსკოპი. :)
2012, 24 სექტემბერი, 12:23
ქალწულებზე სრული სიცუეა :D:D ყველაზე მეტად ეგ არ მაწუხებს :D:D
მორიელზე არის სრული სიცრუე :D
2012, 3 ივნისი, 17:26
ზუუსტაად
2012, 3 ივნისი, 15:56
სუ ტყულად მაბრალებენ ჭარბ წონას:P:P
2012, 2 ივნისი, 13:24
მორიელზე ზუსტია:((
2012, 26 მაისი, 15:06
ხოო,მარადმწვანეობას მიწინასწარმეტყველებენ და ვნახოთ:)))
2012, 26 მაისი, 10:10
მართალია ნამდვილად ჩემს შემთხვევაში :)
0 1 8