x
image
natia.a
"ვიცი, რომ გაგაკვირვებთ..." - რა საჩუქარი გაუკეთა ნანუკა ჟორჟოლიანს მეგობარმა
imageტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ბავშვობის მეგობრის მიერ გამოგზავნილ საჩუქარს აქვეყნებს:


„ჩემმა ბავშვობის მეგობარმა გამომიგზავნა ყველაზე კარგი მოგონება.


აფიშაზე გაკეთებული წარწერა: სპექტაკლში მონაწილეობს ნ.ჟორჟოლიანი ვიცი, რომ გაგაკვირვებთ, მაგრამ ძაან სერიოზულადაც ნუ შეხედავთ ამ ყველაფერს.


მახსოვს კაცი ჩიბუხით იჯდა პარტერში. იმიტომ რომ ერთადერთი იყო, რომელიც ეწეოდა ჩემს ყურადღებას იქცევდა. (მიუხედავად იმისა, რომ მთავარი როლი მქონდა შესასრულებელი თვალს ვაპარებდი მისკენ ) ვიცოდი, რომ იმ ჩიბუხიან კაცს უნდა მოსწონებოდა ის, რაც თეატრის სცენაზე ხდებოდა. იმიტომ რომ პიესა მისი იყო.



მგონია რომ ზუსტად ამ დროს გადავწყვიტე მქონოდა პროფესია, რომელიც აუცილებლად კავშირში იქნებოდა მაყურებელთან.


დამავიწყდა მეთქვა რომ მე თეთრი გედი ვიყავი. ყველაზე არაგედური გედი ალბათ ისტორიაში", - წერს ნანუკა.


image

0
180
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0