ჩემს წინა სტატიაში, უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რომელი ცნობილი უცხოელი სელებრითი, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაიბადა. თუმცა ამჯერად, ალბათ საინტერესო იქნება მოგაწოდოთ ინფორმაცია, იმაზეც თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანს განეკუთვნებიან ცნობილი ქართველები. მაშ ასე, ვიწყებ ბოლო პერიოდში "ვარსკვლავად" ქცეული სამორი ბალდეს ზოდიაქოს ნიშნით, მორიელებო ეს კაცი თქვენიანია-შეგიძლიათ კანონიერად იამაყოთ მისით! სამორი მორიელის საუკეთესო, მაღალგანვითარებულ ტიპაჟს მიეკუთვნება, ძლიერი მიზანმიმართული და საკუთარ თავში გარწმუნებული.
სამორის შემდეგ ჯერი ქართული ბომონდის სხვა "ფეისებზეა"-ქართული ტელევიზიის ხმაურიანი სახე ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემდა გასაკვირად კირჩხიბი აღმოჩნდა, (თუმცა არატიპიური, ლომის დიდი გავლენით) ხოლო "მუდამ ცრემლმდინარე" და სენტიმენტალური
მაიკო ასათიანი კურო. კუროა ასევე ცნობილი ტელესახე, გადაცემა "თბილისი ლაივის" წამყვანი თიკო სადუნიშვილი.ხოლო მისი გადაცემის ხშირი სტუმარი, საყოველთაოდ ყბადაღებული "მებალიშე"-დიზაინერი
ბიჭოლა თეთრაძე კირჩხიბია ზოდიაქოთი. რაკი დიზაინერებზე ჩამოავარდა სიტყვა, სადაც ბიჭოლა, იქ ავთანდილიც უნდა ვახსენოთ და გეტყვით რომ ავთო ლომი გახლავთ ზოდიაქოს ნიშნით (მგონი ვარცხნილობაზე ეტყობა კიდეც ეს), ლომია ასევე ცნობილი მოდელი ლიკა ქორქიაც. მორიელის ზოდიაქოზე დაიბადა ევროვიზიაზე ჩვენი ქვეყნის "სავიზიტო ბარათი" ანრი ჯოხაძეც. ხოლო ქართული ესტრადის "პრიმადონა" ლელა წურწუმია მერწყული გახლავთ. ახლა, სამართლიანობა მოითხოვს, პოლიტიკოსებზეც ვთქვა ერთი-ორი სიტყვა და ქვეყნის პრეზიდენტით დავიწყებ, დიდად პატივცემული მიხეილი მშვილდოსნის ზოდიაქოს წარმომადგენელია, თუმაც ლომის დიდი გავლენა აქვს მასაც. ვანო მერაბიშვილი ვერძი გახლავთ ხოლო თბილისის მერი გიგი უგულავა ლომი (ცეცხლის ნიშნების რა საინტერესო ტრიოა არა?). ხოლო "ყბადაღებული" ბიძინა ივანიშვილი კი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყველაზე "არამებრძოლი ზოდიაქოს" მერწყულის წარმომადგენელია.