საზოგადოება საქველმოქმედო საღამო Public Coffee-ში 2015, 5 ოქტომბერი, 21:39 ![]() ამჯერად ღონისძიების ორგანიზატორები სამი პატარა ადამიანისთვის გაისარჯნენ - ლუკა ლომიძე 12 წლისაა, ბავშვთა ცერებრალური დამბლა სპასტიური ტეტრაპარეზი, ფსიქო-მოტორული გავნვთარების შეფერხება, თანდაყოლილი ეტლით მოსარგებლეა, მარჯვენა მხრივი ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა, შერეული ასტიგმატიზი (ორივე თვალის სიელმე) და მეტყველების ზოგადი მოშლილობა ახასიათებს, - ის ერთადერთი იყო რომელმაც საღამოზე დასწრება მოახერხა და როგორც აღმოჩნდა - ძალიან კმაყოფილი იყო იმ გამოჩენილი ყურადღებით, რომელსაც მის მიმართ ორგანიზატორები და განსაკუთრებით საღამოს წამყვანი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე იჩენდნენ. ![]() მესამე პატარა კი, სულ რაღაც 1 წლისაა - მეგი სუსუნიაშვილი. სოციალურად დაუცველი. ოჯახის ყველა წევრი უმუშევარი სოციალურად დაუცველობის თანხას ვერ იღებენ... გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავალი არ აქვთ ბავშვი ხშირად მშიერია. ესაჭიროება მასაჟები, წონაში იმაზე პატარაა როგორც უნდა იყოს 1 წლის ბავშვი. ოჯახში საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი არ აქვთ... საღამოს ორგანიზებაში თათიას გევრდში ედგნენ - ონლაინ შეკვეთებისა და საკურიერო მომსახურების კომპანია Maxline მაღაზიების ქსელი Bebe +, მედიაპორტალი gogaggg.com და საიტი Mosawvevebi.ge და მუსიკალური გაფორმება კი - გოჩა ჭაბუკაიძეს, მიშო არაბიძეს, ნიკა ესაკიას და ია ტომაშს ეკუთვნოდათ, რომლებსაც თავი არ დაუზოგავთ და დამსრე საზოგადოებისთვისაც და განსაკუთრებით კი 12 წლის ლუკა ლომიძის გასახარებლად ენერგია არ დაუშურებიათ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 78 1-ს მოსწონს
|