x
image
natia.a
"ყურადღება! ძალიან მნიშვნელოვანი!" - რა მოხდა ყვითელ ავტობუსში

image
ჟურნალისტი ნათია კობერიძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოვლენილ რასისტულ ფაქტს აღწერს:

"ყურადღება! ძალიან მნიშვნელოვანი!


ჩემი მეგობარი

დღეს დილას, ავტობუსის მძღოლი კაი ხნის განმავლობაში აგინებდა შავკანიანებს, აქ რომ ამოვიდნენ, ყელს გამოვჭრიო. მე რომ გავძახე, ოე ვირო, ხელი მოისვი, შენი ფაშისტი ასე და ისე მეთქი, მთელმა ავოტბუსმა მე გამლანძღა, ქართველი კაცია და ზანგები არ უყვარს, შენ საერთოდ ვინ ხარ, შენი ქვეყნისთვის სისხლი არ დაგიღვრიაო.

მერე ერთი ქალი გამომესარჩლა, ყანწით ხელში ხართ მაგრებიო, ამ ქალს ერთი კაცი დაეტაკა, ქალი რომ არ იყო მე ვიცი რასაც გიზამდიო, მერე მე ავუბი მხარი ამ ქალს, ის კაცი ეგრევე მიჩმორდა. ავტობუსიც მიჩმორდა. მოკლედ, კარგად დავუღრინე და კაიც ვუბღავლე. ცოტა ხნის მერე აბა ერთსქესიანები გინდათო(?) იკითხეს ჩუმად, მაგრამ ამაზეც მალე დაშოშმინდნენ.
ამას იმიტომ ვყვები, რომ ავტობუსში "ვაიმე დედა ბნელებიი" პოზა არის სილაჩრე, თუ საჭიროა კბილებშიც უნდა მისცეთ მუშტი.

მძღოლმა ბოლოს მომაძახა გმირთა მემორიალთან ვილაპარაკოთო" - წერს კობერიძე.

0
357
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0