x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გერმანიაში 30 წლის წინ "მოკლული" ქალი ცოცხალი აღმოაჩინეს
imageინფორმაცია ქალის დაკარგვის შესახებ 1984 წლის ზაფხულში ბრაუნშვაიგის გაზეთების პირველ გვერდზე მოხვდა.


1984 წლის 26 ივლისს პეტრა პაჟიტკა(petra pazsitka) თავის ძმის დაბადების დღეზე უნდა მისულიყო, თუმცა იქ არ გამოჩენილა.უანასკნელად პეტრა თვითმხილველებმა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან გამოსული დაინახეს.


პოლიცია უშედეგოდ ეძებდა პეტრას, ერთი წლის შემდეგ კი გამოძიებამ მიმართა იმ დროისთვის პოპულარულ სატელევიზიო შოუს "Aktenzeichen XY".ამის შემდგომ ქალის მკვლელობა აღიარა ვინმე გიუნტერ კ-მ(Gunter K), რომელიც სასჯელს იხდიდა 14 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში.დანაშაული გიუნტერმა იმავე ოლქში ჩაიდინა, სადაც პეტრა პაჟიტკა დაიკარგა.

image


ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით პოლიციამ 1989 წელს პეტრა პაჟიტკა ოფიციალურად გარდაცვლილად გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გვამი არ იქნა ნაპოვნი.


მოგვიანებით გიუნტერმა თავის პირვანდელი ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.


55 წლის პეტრა პაჟიტკა სამართალდამცავებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს.


პოლიცია გავიდა გამოძახებაზე დიუსელდორფის დასავლეთ ნაწილში სახლის გაქურდვის გამო.როგორც პოლიციის ოფიცერი ანდრე ჰატვიჩმა განაცხადა, ქალბატონმა, რომელიც "ფრაუ შნაიდერის" სახელით გაეცნო სამართალდამცავებს ვერ შეძლო პირადობის მოწმობის წარდგენა.არც რაიმე სხვა დოკუმენტი აღმოაჩნდა, რომელიც დაადასტურებდა მის პირადობას.


დაეჭვებულ პოლიციელებთან ცოტა ხნის საუბრის შემდეგ "შნაიდერმა" აღიარა, რომ 1984 წელს "მოკლული" პეტრა პაჟიტკა გახლდათ.


როგორც პაჟიტკამ პოლიციელებს განუცხადა, გაუჩინარება წინასწარვე დაგეგმა, უნდოდა ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაეწყო.ამ ხნის მანძილზე მას არც რაიმე საბუთი გააჩნდა და საბანკო ანგარიშიც კი არ ჰქონდა გახსნილი.

გაიგეს, რა ნათესავებმა, რომ პაჟიტკა ცოცხალია მისი მონახულება ისურვეს, თუმცა ქალმა არავის ნახვა არ ისურვა.


სახელმწიფო არ წაუყენებს არავითარ ბრალდებას 31 წლის წინ გაუჩინარებულ ქალს, თუმცა ვალდებულია განაცხადი შეიტანოს, რომ ცოცხალი, რადგან ოფიციალურად იგი გარდაცვლილად ითვლება.

image



0
368
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0