სხვა იდუმალებით მოსილი ლითონის მონოლითი ისევ გამოჩნდა 20 ივნისი, 18:40 ნევადის უდაბნოში იდუმალებით მოსილი ვერცხლისფერი მონოლითი აღმოაჩინეს.
მისტიკური ლითონის მონოლითი კვლავ გამოჩნდა შეერთებულ შტატებში. ნევადის უდაბნოში აღმოჩენა X-ს (ყოფილი Twitter) ლას-ვეგასის პოლიციამ აცნობა. მაღალი ვერცხლის სვეტი ადგილობრივმა მოხალისეებმა აღმოაჩინეს. მისი სიმაღლე დაახლოებით სამი მეტრია, ზედაპირი კი სარკისებურად გამოიყურება. მსგავსი სტრუქტურები, რომელსაც მონოლითები უწოდეს, 2020 წელს პანდემიის პიკის დროს გამოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში . ისინი ნახეს აშშ-შიც - იუტას შტატში. მონოლითის დამონტაჟებაზე პასუხისმგებლობა აიღო ხელოვნების ჯგუფმა, რომელიც ცნობილია როგორც The Most Famous Artist-ი. მონუმენტი მოგვიანებით მოიპარა და გაანადგურა გიდმა, რომელსაც ამ ადგილზე ტურისტების შემოდინება არ სურდა. იდუმალი მონოლითები ასევე გამოჩნდა ნიდერლანდებში, კოლუმბიაში, გერმანიაში, ესპანეთში, უნგრეთსა და პოლონეთში. The Guardian-ის ცნობით, ამ იდუმალმა ობიექტებმა სხვადასხვა შეთქმულების თეორიები წარმოშვა: ზოგი თვლის, რომ ლითონის სვეტები უცხოპლანეტელებს ეკუთვნის, ზოგს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კარგად გააზრებული ხუმრობაა. რეალურად ვინ ათავსებს პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მონოლითებს (თან ძირითადად მიუდგომელ ადგილას) და რატომ, ჯერჯერობით უცნობია. 207 1-ს მოსწონს
|