x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სოჭში გოგონა შეყვარებულის თვალწინ დაიხრჩო(ვიდეო)
image

სოჭში 16 ივნისს 20 წლის გოგონა დაიხრჩო ქალაქის პოპულარულ პლაჟ "რივერაზე" . მისი ცხედარი ჯერჯერობით ვერ იპოვეს.



ამასობაში სოციალურ ქსელებში შემთხვევითი გამვლელის მიერ გაკეთებული ვიდეოჩანაწერი გამოჩნდა.


ვიდეოში ჩანს რომ ახალგაზრდა წყვილი, ბიჭი და გოგონა, ძლიერი ტალღების მიუხედავად მუხლამდე წყალში შედიან. ასევე, შესამჩნევია, რომ "ცურვის" ინიციატორი ახალგაზრდა მამაკაცია და მისი კომპანიონი ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა არც თუ ისე აქტიურად. შეყვარებულები თან ერთმანეთს ეხუტებიან, ვერ ხვდებიან, რომ რამდენიმე წამში საშინელება მოხდება.


რაღაც მომენტში წყვილს ძლიერი ტალღა ფარავს, შემდეგ მას მოჰყვება მეორე ტალღა, რომელიც ბიჭი ნაპირზე გადაისვრის, მისი შეყვარებული კი, პირიქით, ზღვაში ჩაითრია. ახალგაზრდა მამაკაცის რეაქციიდან ჩანს, რომ თავიდან ვერც კი მიხვდა, რა მოხდა. გოგონა წყალქვეშ გაქრა ნაპირიდან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში, სადაც, თითქოსდა, დახრჩობა უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, ის აღარ გამოჩენილა წყლის ზედაპირზე.

ტელეგრამის არხები იტყობინებიან, რომ ტურისტი გარდაიცვალა, მაგრამ მისი ცხედარი ჯერ ვე რიპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშველებმა უკვე გაჩხრიკეს მთელი შავი ზღვის აკვატორია რივიერიდან მამაიკამდე. ამის შესახებ პორტალი Sochi1.ru წერს.

კოშმარული ვიდეო უმალ გავრცელდა სოციალურ ქსელებში.


ცნობისათვის, 16 ივნისს, შტორმის გამო სოჭის პლაჟები დაიკეტა. რატომ გადაწყვიტეს ახალგაზრდებმა მღელვარე ზღვაში საბედისწერო ბანაობა, გაურკვეველია. ისევე, როგორც ტრაგედიისადმი თვითმხილველების გულგრილობაც შეუძლებელია აიხსნას.


0
97
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0