სხვა ორლანდოში(აშშ) მასიური სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა 2017, 6 ივნისი, 9:01 ![]() როგორც სამართალადამცევბი იტყობინებიან ინციდენტი არ არის ტერორისტული აქტი.СNN-ის ინფორმაციით ტრაგედიის მომწყობი პირი მკვდარია. ორლანდოში(შტატი ფლორიდა) მასიური სროლის შედეგად მოკლულია არა ნაკლებ 5 ადამიანი, დაღუპულთა შორის თვით სისხლიანი დრამის მთავარი მონაწილეც არის.პოლიციამ გამორიცხა ტერაქტის ვერსია. როგორც ადგილობრივი შერიფი იტყობინება, სისხლიანი გარჩევა ოფისში მოხდა, იქ მომუშავე ერთ-ერთმა განაწყენებულმა პირმა საკუთარი თანამშრომელები დახოცა. ![]() პისტოლეტით და დიდი სანადირო დანით შეიარაღებული 45 წლის ჯონ რობერტ ნოიმან უმცროსი(John Robert Neumann Jr)ოფისში უკანა კარიდან შევიდა, დარბოდა შენობაში და თანამშრომლებს ხოცავდა, როგორც ერთ-ერთი გადარჩენილი მოწმე ყვება, "ნოიმანმა პისტოლეტი მომიშვირა და მითხრა, რომ შენობა დამეტოვებინა", ამის შემდეგ მან თავი მოიკლა.როგორც პოლიცია იტყობინება დაჭრილია კიდევ 8 ადამიანი.როგორც გაირკვა ნოიმანი ამა თვის აპრილის თვეში გაანთავისუფლეს სამსახურიდან, ფირმა მისაბმელიანი კემპინგ-ავტომობილებისთვის ჟალუზებს და დიზაინს ამზადებდა. ![]() 153 5-ს მოსწონს 1-ს არა
|