სხვა რარიტეტულ ორთქლმავალთან ეფექტური სელფის მოყვარული ერთი გოგონა ბეწვზე გადარჩა,მეორე კი მოკვდა(ვიდეო) 10 ივნისი, 19:31
ეფექტური ფოტოს გამო რას აღარ სჩადიან, რომელიც ზოგჯერ ტრაგიკულად სრულდება, ძირითადად ეს ხდება ტურისტულ ადგილებში, როდესაც ვიზიტორი ცდილობს რაც შეიძლება მისმა ფოტომ მეტი მოწონება დაიმსახუროს, არჩევს არაორდინალურ და საკმაოდ სახიფათო ადგილებში, მაგრამ აი მათ სიას დაემატნენ ექსტრემალები, რომლებიც ცდილობენ მატარებლის ეფექტური ფოტო-ვიდეო მასალა გადაიღონ, რომელსაც ტრაგედიის გარეშე არ ჩაუვლია.
მექსიკაში რარიტეტულმა ორთქლმავალმა Canadian Pacific 2816, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ სადგურზე შევიდა, კინაღამ მოკლა ეფექტური სელფის მოყვარული გოგონა. ერთ-ერთმა თვითმხილველმა დააფიქსირა მომენტი, როდესაც გოგონა სასწაულებრივად გადარჩა, ის იმდენად ახლოს დადგა რელსებთან, რომ მატარებელმა გოგონას ხელიდან გააგდებინა გაჯეტი. ორთქლმავალი Canadian Pacific c 2816 უფრო ცნობილი როგორც "იმპერატრიცა", დამზადდა 1930 წელს. აპრილის დასაწყისიდან მატარებელი მონაწილეობს "Final Spike Steam Tour"-ის ღონისძიებაში და დიდი რაოდენობით მძაფრი შეგრძნების მაძიებელთა დიდი რაოდენობის ყურადღება მიიპყრო. ეს გოგონა გადარჩა, თუმცა სხვა შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა, წითელ ბლუზიანი გოგონა ზურგით დადგა მატარებელთან და როგორც კი მოუახლოვდა მატარებელი ჩართო სმარტფონი, იგი იმდენად ახლოს დადგა რელსებთან, რომ მატარებლმა გვერდი გაჰკრა, გოგონას დამცავი მუზარადიც კი არ ეხურა, ასე რომ გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, იგი ადგილზე გარდაიცვალა. სურვილის შემთხვევაში გადადი ბმულზე და <<ნახე ვიდეო(+16)>> 281 2-ს მოსწონს
|