x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თეირანის თავზე მწვანედ მოციმციმე ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა გადაიფრინა(ვიდეო)
image

ირანში თეირანის ცაზე ნამდვილი საოცრება გამოჩნდა, რომლის გადაღებაც უამარავი თვითმხილველი ცდილობდა.


მოღამებულზე ცაში გამოჩნდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, თეფშის ფორმის, მწვანედ მოციმციმე ნათურებით, რომელმაც ზუზუნით გადაუფრინა ირანის დედაქალაქს, ამო საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, ამიტომ თვითმხილველებს თავისუფლად შეეძლოთ მისი სრულყოფილად დანახვა, მისი ყველა დეტალის დანახვა და ვიდეოზე გადაღება.


როგორც იონას სოციალური კორესპონდენტი Trikbaz-ზე დაყრდნობით იუწყება, თეირანის მოქალაქეები წუხელ თეირანის ცაზე მფრინავი თეფშის მოძრაობას შეესწრნენ. მიწიდან მწვანედ მანათობელი ამოუცნობ მფრინავ ობიექტის მანძილი ძალინ მცირე იყო, ამიტომ მოქალაქეებმა მობილურ ტელეფონზე სურათები და ვიდეოები ჩაწერეს.



ხალხი გაოცებული იყო როგორც ამ "უცხოპლანეტელთა ხომალდის" განათებით, ასევ ზუზუნით, რომელსაც გამოცემდა მფრინავი აპარატი


თუმცა, ენთუზიასტი უფოლოგების გარდა, ინტერნეტში ბევრი სკეპტიკოსია, რომლებიც დარწმუნებულნი არიან რომ ეს ვიღაცის ხუმრობა იყო.




"60 ფუტიანი ობიექტის კრისტალურად სუფთა ვიდეო, რომელიც გადაღებული იყო ნახევარი დუჟინი თვითმხილველის მიერ... "ნათელია რომ, ეს უნდა იყოს ყალბი ან გიგანტური დრონი, რომელიც რატომღაც არ გამოსცემს პროპელერის ხმებს." ეს გულწრფელად მაწუხებს. შესაძლებელია, რომ ის ზუსტად ასე გამოიყურებოდეს?"



"კოსმოსური ხომალდიდან გამოსული ზუზუნის ხმა ყალბად ჟღერს, ლოლ"



"არ მჯერა, რომ ეს რეალურია, მჯერა, რომ ვიღაც ერთობა".



"მგონი ეს ჩვენი ტექნოლოგიაა... ესეც ამო-ა!"



" თქვენ მართალი ხართ, როდესაც მიუთითებთ, რომ ეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შეიძლება იყოს მოდიფიცირებული დრონი. მათი ფრენა მსგავსია, ამ ობიექტის ფრენის სიჩქარეც ანალოგიურია, გარდა ამისა, ჩვენ ამ ბოლო ორი წლის მანძილზე ყველას გვინახავს უკრაინაში რუსულ ტანკებზე უპილოტოების შეჯახების უამრავი კადრები. კარგით, ბიჭებო, მაგრამ ეს "ამო" საოცრად ჰგავს უპილოტოს!"-წერენ კომენტარებში.


0
263
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0