საზოგადოება "თუ ბედნიერებას შეგამჩნევენ ჩაგქოლავენ"-ნანუკა ჟორჟოლიანის ბედნიერების საიდუმლო 2015, 24 სექტემბერი, 17:04 ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ქალიშვილს, მარიამ გეგუჩაძეს ემოციურ პოსტს უძღვნის. "მარიამს სულ ვეუბნები: 1. იცხოვროს ისე, როგორც მას თავად სურს. იმიტომ რომ იყოს ბედნიერი და იმიტომ, რომ ამ საზოგადოების მოსაწონს მაინც ვერაფერს გააკეთებს. თუ ბედნიერებას შეგამჩნევენ მაინც ჩაგქოლავენ. გააკრიტიკებენ. 2. იყოს გულწრფელი. იმიტომ რომ ტყუილს ყველა შეამჩნევს. ტყუილით ბედნიერება არ შენდება. არც საქმე კეთდება. 3. არასოდეს იცხოვროს სხვისი ცხოვრებით. იაროს სულ წინ და ყოველთვის ჰქონდეს მიზანი. 4. ყოველთვის ის გააკეთოს, რისიც სჯერა და აუცილებლად იბრძოლოს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 5. ადამიანებისთვის გააკეთოს ყველაფერი რაც შეუძლია. იმიტომ რომ ეს გახდის მას ბედნიერს. კიდევ ბევრ რამეს ვეუბნები ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ასე ვამთავრებ. თუ გინდა იყო ბედნიერი დე, ეს ყველაფერი გაითვალისწინე. ბედნიერება კი აუცილებელია როცა ერთხელ იბადები." ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ მეუღლესთან, ირაკლი კოდუასთან დაშორების ამბავი გვამცნო და ამტკიცებს, რომ მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობა დასრულდა, თუმცა მეგობრებად დარჩნენ. ნანუკას პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე ჰყავს, მეორე ქორწინებიდან კი საბა კოდუა. ნანუკას მეორე ქორწინება დაახლოებით 9 წელს ითვლიდა, 10 წლის თავზე კი წყვილი ქორწილის გადახდასაც გეგმავდა. სამწუხაროდ ოჯახი დაინგრა... 157 4-ს მოსწონს
|