ინტერნეტში ვრცელდება რუსეთის პატრიარქის, კირილეს I-ის ფოტოები, რომლებზეც იგი ძვირადღირებული იახტით სეირნობს.
"მილიონერი გუნდიაევი, მეტსახელად "პატრიარქი", მიქრის იახტით თავის სასახლეში, მას შემდეგ, რაც მოსახლეობას მოუწოდა იმუშავოს მეტი და არ მიიღოს მონაწილეობა საპროტესტო აქციებში", — წერენ რუსეთის ერთ-ერთ ფორუმზე.
როგორც ფოტოდან ირკვევა ეს არის იახტა "Magellano 43" - მსოფლიოში ექსკლუზიურად აგებული იახტების ერთ-ერთი წამყვანი მოდელი, რომლის ფასი ევროპაში 440 ათასი ევროდან იწყება, ხოლო რუსეთში 680 000-დან ზემოთ...
ასეთი სამღვდელოება კი საუკეთესო მიზეზი გახდა ეკლესიისადმი უნდობლობისა, მაგრამ ეს მხოლოდ მიზეზია, ყველამ კარგად იცის, რომ ეკლესიაში ღმერთთან მივდივართ და არა სასულიერო პირთან და რომელიმე მღვდელის საქციელი
თუ ცხოვრების წესი ჩვენს უფალთან ურთიერთობას ხელს არ უშლის. გარდა ამისა, ასეც, რომ არ იყოს, უამრავი ღირსეული მოძღვარია და თუ უფალთან სიახლოვე გსურს ადამიანს ზემო ხსენებულ სასულიერო პირებს სულ არ მიაქცევ ყურადღებას!
სამწუხაროდ ეს სიმართლეა, ადამიანები საკუთარი ნებით შორდებიან ღმერთს და ამისთვის უამრავ მიზეზს იგონებენ, თითქოს რაიმე ამართლებდეს ამას.