სხვა მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ფუნქციონირებს ადამიანის ცნობიერება სიკვდილის შემდეგ 2015, 22 სექტემბერი, 20:44 ის თუ რა ემართება ადამიანის სულს და ცნობიერებას სიკვდილის შემდეგ, არაერთხელ ყოფილა ფილოსოფოსებისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლების განსჯის საგანი. მეცნიერთა ჯგუფმა საუტგემტონის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) ცოტა ხნის წინ დოქტორ სემ პარნიას ხელმძღვანელობით ჩაატარა ექსპერიმენტი, რათა მეცნიერულად დაესაბუთებინა, რომ ადამიანის ცნობიერება სიკვდილის მომენტის დადგომის შემდეგ ფუნქციონირებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში Resuscitation.
ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 2000 –ზე მეტმა ადამიანმა დიდი ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან და ავსტრიიდან, რომელთაც გულის გაჩერება ხანმოკლე დროით დაუფიქსირდათ. მათ შორის 40%-მა, ვისი რეანიმირებაც მოხერხდა, განაცხადეს, რომ მათი ცნობიერება კლინიკური სიკვდილის დროს ფუნქციონირებდა. მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ იმ ადამიანთა ცნობიერება, რომელთა გადარჩენაც ექიმებმა ვერ მოახერხეს, რამდენიმე წუთის მანძილზე განაგრძობდა მოქმედებას. "ჩვენ ვიცით, რომ ტვინს არ შეუძლია ფუნქციონირება – "ითიშება" 20-30 წამში, როდესაც გული ჩერდება, თუმცა, ჩვენ დავაფიქსირეთ ცნობიერების მოქმედების ხანგრძლივობა 3 წუთის მანძილზე" – განაცხადა ექიმმა პარნიამ. მეცნიერებმა გაანალიზეს 2060 პაციენტის რეაქცია, ვისაც გული გაუჩერდა. ამათგან 330 გადარჩა, 140 პაციენტი კი ყვებოდა, რომ მათ ახსოვდათ და აცნობიერებდნენ, თუ როგორ ხდებოდა მათი რეანიმირება. ექსპერიმენტამდე ფიქრობდნენ, რომ თუ კლინიკური სიკვდილის მერე ადამიანს ახსოვს ეს ყველაფერი, სინამდვილეში ეს მათი ცნობიერება კი არა, ჰალუცინაციებია. ამ კვლევამ კი დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის. 3021 13-ს მოსწონს
|