x
image
ციცი
Mediator image
დიმა ბილანის სახლი გაძარცვეს. მომღერალი მომხდარით შოკშია(+ფოტოები მისი მდიდრული აგარაკიდან).
image
ახალ მოსკოვში რუსეთის ცნობილი მომღერლის დიმა ბილანის სახლი გაძარცვეს.

ქურდების მიერ გატეხილი და გატაცებული იქნა 9.000.000 რუბლი, ძვირადღირებული საათების კოლექცია და კომპიუტერული დისკები. გარდა ამისა, მათ მიერ წაღებული იქნა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ჩანწერები, რომლებზეც ძარცვის მომენტი იყო დაფიქსირებული. თუმცა, თავდამსხმელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს მეზობლების სიფხიზლე.

სააგარაკო დასახლების ტერიტორია მაღალი ღობით არის შემოსაზღვრული და თანაც ეკლიანი მავთულებით. დიმა ბილანის ორსართულიან ბინას ყრუ ღობე აკრავს და მდებარეობს ზღაპრული ქუჩის დასაწყისში. საგუშაგო ახლოს იმყოფება, შესვლაც მხოლოდ საშვით არის დაშვებული და ყველგან კამერებია. მაგრამ ყველა ეს წინააღმდეგობები მძარცველებმა უპრობლემოდ გაიარეს.

ქურდები სავარაუდოდ ხიდან გადავიდნენ სახლში. კარები მთლიანად იყო ამოღებული მარყუჟებიდან. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ძარცვის დროს სახლში დაინახეს სამი საეჭვო ადამიანი.


"ღამის პირველ საათზე დავბრუნდი მოსკოვიდან სახლში, სადაც კულტურულად ვისვენებდი, ასე რომ ვთქვათ ვსეირნობდი, სახლში დაბრუნებულმა მე შოკი განვიცადე. აგარაკის სახლში გატეხილი იყო კარი, რომელიც მთლიანად იყო "პეტლებიდან" ამოგლეჯილი. მე შევნიშნე ნაკვალევი, რომელიც ტყისკენ მიდიოდა. წაღებულია ძალიან ბევრი რამ, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. მე ძალიან განადგურებული ვარ."

დიმა ბილანს ყავს ეჭვმიტანილები, მაგრამ გამოძიებიდან გამომდინარე დუმილს ამჯობინებს პრესასთან. მას იმედი აქვს, რომ მძარცველებს მალე დააკავებენ.

ძარცვა სააგარაკო დასახლებაში Рассказовка-ში ხშირი მოვლენაა. ზუსტად ერთი კვირით ადრე ბილანის მეზობელი იქნა გაქურდული იგივე სქემით.

image

ასე გამოიყურება დიმა ბილანის მდიდრული ვილა:

imageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimage
image
imageimage

0
547
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0