კინო ცნობილი ფილმები, რომლებშიც სერიოზული ისტორიული უზუსტობებია დაშვებული 2015, 22 სექტემბერი, 16:32 კომპიუტერებისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ეპოქაში, როცა წიგნი ინფორმაციის მიღების მეორეხარისხოვანი წყარო გახდა, მსოფლიო ისტორიის გაცნობის ყველაზე მისაღებ და მოსახერხებელ ხერხად ისტორიული ფილმების ნახვა იქცა, თუმცა სცენარისტები და რეჟისორები, ისწრაფვიან რა იმისაკენ, რომ კინო სანახაობრივად მიმზიდველი და საინტერესო გახადონ, ხშირ შემთხვევაში თავდაყირა აყენებენ ცნობილ ისტორიულ ფაქტებს და საოცრად ამახინჯებენ წარსულში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს.
ქვემოთ განხილული ექვსი ფილმი ამის ნათელი დადასტურებაა... "რობინ ჰუდი" (2010 წელი) ამ ფილმის მთავარ გმირზე საუბარი მეტად რთულია, რადგან თავად რობინ ჰუდის პიროვნება იდუმალებით მოცულია და მითიური, ხოლო ის ისტორიული პერიოდი, რომლის დროსაც ფილმში მოქმედება ვითარდება, სავსეა მთელი რიგი უზუსტობებითა და ლაფსუსებით. - ფრანგების მეფე ფილიპე ავგუსტი, ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ცდილობს შეიჭრას ინგლისის ტერიტორიაზე და მიიტაცოს მიწები, ხოლო სინამდვილეში ფრანგების მეფე მხოლოდ და მხოლოდ ცდილობდა საფრანგეთისათვის ინგლისის მიერ წართმეული მიწები დაებრუნებინა. - რიჩარდ ლომგულის სიკვდილის შემდეგ სწორედ მეფე იოანემ გააგზავნა ინგლისელი დამპყრობლები საფრანგეთში და არა პირიქით, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები. 1216 წლამდე ფრანგებს ინგლისის ტერიტორიაზე ფეხიც კი არ დაუდგამთ. "პერლ ჰარბორი" (2001 წელი) "პერლ ჰარბორი " მოგვითხრობს აშშ-ის ბაზაზე იაპონელების თავდასხმის ისტორიას, იყენებს რა სიუჟეტის გასაშლელად გამოგონებულ პერსონაჟებს, მაგრამ რეჟისორის ჩანაფიქრი მარტო ამით როდი ამოიწურება... - რეჟისორის ვერსიის მიხედვით ადმირალ კიმენს იაპონელების თავდასხმამ, რომელიც გამთენიისას დაიწყო, გოლფის სათამაშო მოედანზე მოუსწრო(!). ეს, როგორც ჩანს, სცენარისტის ფანტაზიის ნაყოფია. კიდევ უფრო მეტი შეცდომაა დაშვებული ფაქტის დამახინჯების თვალსაზრისითაც, რადგან სინამდვილეში იაპონელებმა ამ თავდასხმის შესახებ წინასწარ აცნობეს ამერიკელებს და მხოლოდ ამ უკანასკნელების გულგრილობის ბრალი იყო ის, რომ ეს ცნობა სახელმწიფო მდივნის ყურამდე მხოლოდ დაბომბვის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ მივიდა. - ვისკი " ჯეკ დანიელსი" ფილმში ნაჩვენებ ბოთლებში 1940 წელს ნამდვილად არ იწარმოებოდა, ხოლო გენერალ მარშალს (ის ცნობილი ისტორიული პიროვნება იყო) რუზველტთან საუბრის დროს რატომღაც უკეთია მედალი "ვიეტნამის ომში დამსახურებისათვის". "ალექსანდრე'' (2004 წელი) ოლივერ სტოუნის ეს გახმაურებული კინოფილმი მოგვითხრობს სახელგანთქმული მხედართმთავრის ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების შესახებ. გახდა რა 20 წლის ასაკში მაკედონიის მმართველი, მეფობის 13 წლის განმავლობაში ამ უდიდესმა ადამიანმა შეძლო დაეპყრო იმ დროისათვის ცნობილი ცივილიზებული სამყაროს უმეტესი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს ცხოვრება და მოღვაწეობა ისტორიკოსებისათვის კარგადაა ცნობილი, ეს ფილმიც ვერ გადაურჩა უზუსტობებსა და ლაფსუსებს. - ფილმის გრანდიოზული ფინალი სულ სხვაგვარად აღწერს მდინარე გიდასპზე მომხდარ ბრძოლას, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო. ბრძოლა გაიმართა ღამით, თავსხმა წვიმის ქვეშ და არა კაშკაშა მზის შუქზე, მაგრამ რას არ გააკეთებ ლამაზი კადრისათვის. - გარდა ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ ამ ბრძოლის დროს ალექსანდრე სულაც არ დაჭრილა მძიმედ-ეს მოხდა ისევ იმავე წელს, მაგრამ სულ სხვა ბრძოლის დროს. "გლადიატორი'' (2000 წელი) ლაფსუსებისა და ისტორიული უზუსტობების რაოდენობის მხრივ ეს ფილმი ისევე იოლად იცილებს თავიდან კონკურენტებს, როგორც მამაცი მაქსიმუსი უმკლავდებოდა თავის მოწინააღმდეგეებს ბრძოლის არენაზე. ამ ფილმში თითქმის ყოველი მომენტი შეცვლილია და შორსაა სინამდვილისაგან. რეჟისორმა ყველაფერი შეცვალა, ასე განსაჯეთ, რომის იმპერიაც კი გადააკეთა რესპუბლიკად. გასაოცარია, რომ ფილმის შექმნაში რეჟისორს ისტორიკოსებიც ეხმარებოდნენ. –ქალ-გლადიატორებს არასოდეს არ რთავდნენ ნებას მამაკაცებთან ბრძოლაში მიეღოთ მონაწილეობა. - კოლიზეუმში გლადიატორების შეჯიბრებები, როგორც წესი, საღამოობით იმართებოდა ხოლმე, ხოლო ფილმში ეს შერკინებები შუადღით ხდება. -მუზარადები, რომლებიც მებრძოლებს თავზე ახურავთ, ძველბერძნულია, რომაელებს ასეთი მუზარადები არ ჰქონდათ. - მინა და მინის ჭურჭელი იმ დროისათვის დიდ იშვიათობას წარმოადგენდა და ის ოქროზე ძვირად ფასობდა. მინის ჭურჭლიდან ღვინის შესმა მხოლოდ გამორჩეულად მდიდარ ფეოდალებს შეეძლოთ და არა კოლიზეუმის უბრალო ღარიბ გლადიატორებს. "მამაცი გული'' (1995 წელი) ამ კინოშედევრშიც არაერთი ისტორიული უზუსტობაა დაშვებული: - შოტლანდიელებმა ეროვნული ქვედაკაბების - კილტების ტარება დაიწყეს XVII საუკუნეში, ხოლო ფილმში მოქმედება XIII საუკუნეში ხდება. - შოტლანდიური დროშა-თეთრი ჯვარი ცისფერ ფონზე გაცილებით გვიან დაამტკიცეს, უოლესის დროს ეს დროშა ფიზიკურად არ არსებობდა. - ფილმის დასაწყისში მეფე ედუარდ პირველს "ულმობელ წარმართად" მოიხსენიებენ, მაგრამ ცნობილია, რომ ეს მეფე კათოლიკე იყო. აი, შოტლანდიელები კი დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ წარმართებად. -უოლესის ცოლის სახელი ფილმში შეცვლილი იქნა იმ საბაბით, რომ მაყურებელს ფილმის ყურებისას რობინ ჰუდის ასოციაცია არ გასჩენოდა, - საქმე იმაშია, რომ უოლესის და რობინ ჰუდის მეუღლეები სეხნიები იყვნენ. ასე გახდა მერიანი მარონი. ''ტროა'' (2004 წელი) ისტორიული ფაქტების დამახინჯებას ვერც ეს ფილმი გადაურჩა. აი, რამოდენიმე მათგანი: - სპარტის ხედის ეკრანზე გამოჩენის დროს ჩანს ტიტრები: "პორტი სპარტა"...სინამდვილეში სპარტა არასოდეს არ ყოფილა პორტი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას ზღვაზე გასასვლელი არ ჰქონდა. - ფილმში ომში დაღუპულებს თვალებზე მონეტებს ადებენ.....იმ დროისათვის მონეტები ჯერ კიდევ არ არსებოდა. - ხმალი, რომელსაც ფილმის ბოლოს პარისს გადასცემენ, ფოლადისაა. იმ დროს ფოლადის წარმოება არ იცოდნენ და იარაღი მხოლოდ ბრინჯაოსაგან მზადდებოდა. 938 11-ს მოსწონს
|