x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფენის გამჭვირვალობა და ბლოკირება. ფენები. (Photoshop CS 4 & 5)

ფენის გამჭვირვალობა


ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ფოტოშოპში გახსნილი გამოსახულება ყოველთვის გაუმჭვირვალეა ანუ მისი გამჭვირვალობა 100%-ის ტოლია. Layers პალიტრის ზედა ნაწილში მოთავსებულია ფენის გამჭვირვალობის დარეგულირების ორო პარამეტრი: Opacity და Fill (ნახ. 1).

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

ფენის გამჭვირვალობა

ფენის გამჭვირვალობის შეცვლა 3 ხერხით შეიძლება:

I. შესაძლებელია პარამეტრის ველში მაჩვენებლის ჩაწერა კლავიატურის გამოყენებით.

II. პარამეტრის ღილაკზე მაუსის დაჭერით, ეკრანზე გამოდის ბერკეტიანი ველი. ბერკეტის გადაადგილებით შესაძლებელია მაჩვენებლის შეცვლა.

ფენის გამჭვირვალობა

III. პარამეტრის ველის თავში მაუსის მაჩვენებელი იღებს ისრებიანი ხელის ფორმას. მაუსის ღილაკზე დაჭერითა და მისი მარცხნივ გადაადგილებით, გამჭვირვალობის მაჩვენებელი მცირდება, ხოლო მარჯვნივ გადაწევისას იზრდება.

ფენის გამჭვირვალობა

ფენის 100% გამჭვირვალობის პირობებში, დოკუმენტის ფანჯარაში არ ჩანს ამ ფენის ქვემოთ მდებარე ფენის პიქსელები. ფენის გამჭვირვალობის შემცირებასთან ერთად, თანდათანობით ჩნდებიან ქვედა ფენის პიქსელები და ხილვადობის ხარისხი ზედა ფენის გამჭვირვალობის პარამეტრის პროცენტზე არის დამოკიდებული.

ერთი შეხედვით, Opacity და Fill პარამეტრები ერთმანეთისგან არაფრით არ განსხვავდებიან. მათი მოქმედების შედეგები ეთნაირებია, თუ ფენა ეფექტებს (სტილები და ეფექტები მოგვიანებით იქნება განხილული) არ შეიცავს. მაგრამ თუ ფენა ეფექტებს შეიცავს, შედეგები უკვე განსხვავებულია: Opacity პარამეტრი მოქმედებს მთლიანად ფენის გამჭვირვალობაზე, ხოლო Fill პარამეტრი, მხლოდ გამოსახულების ფერის პიქსელებზე და უცვლელად ტოვებს ეფექტებს (ნახ. 2. Layer 1 ფენა შეიცავს ჩრდილის ეფექტს).

ფენის გამჭვირვალობა


ფენის ბლოკირება


ფენის რედაქტირების სხვადასხვა ეტაპზე ან რედაქტირებისგან მისი დაცვის მიზნით, შესაძლებელია ფენების სხვადასხვა სახის ბლოკირება. ფენების ბლოკირებისთვის გამოიყენება Layers პალიტრის ზედა ნაწილში მოთავსებული Lock ველის ღილაკები (ნახ. 3).

 ბლოკირებაI. Lock transparent pixels – იცავს ფენის გამჭვირვალე პიქსელებს რედაქტირებისგან.

II. Lock image pixels – იცავს რედაქტირებისგან გამოსახულების პიქსელებს, გამჭვირვალეს და გაუმჭვირვალოს.

III. Lock position – იცავს ფენას გადაადგილებისგან.

IV. Lock all – იცავს ფენას ნებისმიერი სახის ოპერაციისგან.

დაბლოკილი ფენიდან ბლოკირების მოხსნა შესაძლებელია იგივე წესით: ბლოკირების შესაბამის (ბლოკირებაში მონაწილე ღილაკს ფერი ეცვლება პალიტრაში) ღილაკზე დაწკაპუნებით.

0
43
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0