კომპიუტერები და პროგრამები ფენების და მასზე განთავსებული ელემენტების ტრანსფორმირება (Transform, Free Transform). ფენები. (Photoshop CS 4 & 5) 2015, 20 სექტემბერი, 16:39 იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამოსახულების მონტაჟის დროს, ერთი დოკუმენტიდან მეორე დოკუმენტში გადატანილი ფენა, ყოველთვის საჭიროებს ტრანსფორმირებას (ზომის შეცვლა, მობრუნება, დახრა და ა. შ.). ფენის ტრანსფორმირება ხდება ტრანსფორმირების ჩარჩოს გამოყენებით, რომელიც ფენაზე ჩნდება შესაბამისი ბრძანების გაცემის შემდეგ. ტრანსფორმირება ხორციელდება ტრანსფორმირების ჩარჩოზე მდებარე მარკერების გამოყენებით, ტრანსფორმირების ცენტრის მიმართ, რომელიც საწყის ეტაპზე ჩარჩოს ცენტრში მდებარეობს, მაგრამ მისი გადაადგილება ნებისმიერ ადგილზე შეიძლწბა, როგორც მარკერებზე, ასევე ტრანსფორმაციის ჩარჩოს ფარგლებში და მის გარეთ. თუ გამოსახულებაზე გადატანილი ფენა მეტისმეტად დიდია, ტრანსფორმირების ჩარჩო დოკუმენტის ფანჯარაში სრულად არ გამოჩნდება. იმისავის რომ ჩარჩოს მარკერები გამოჩნდეს, უნდა შევამციროთ გამოსახულების მასშტაბი (ნახ. 1) ან გამოვიყენოთ კლავიატურის Ctrl+0 ღილაკების კომბინაცია, რომ დოკუმენტის ფანჯარა ტრანსფოტმირების ჩარჩოს ზომაზე გაიზარდოს.
გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას
ბრძანება Transform (ტრანსფორმირება)
ფენის ან ფენების აქტივაციის შემდეგ, Transform ბძანების ქვემენიუდან უნდა ავირჩიოთ ტრანსფორმირების ერთ-ერთი სახეობა: შენიშვნა: Warp ბრძანების გამოყენება მხოლოდ ერთი ფენისთვის არის შესაძლებელი. I. Again (ხელახლა გამოყენება) – იმეორება ბოლო ტრანსფორმირებას (აქტიურია იმ შემთხვევაში, თუ უკვე არის განხორციელებული ქვემოთ ჩამოთვლილი ტრანსფორმირების სახეებიდან ერთ-ერთი). II. Scale (მასშტაბირება) – მარკერების გამოყენებით ხდება ობიექრის ზომის შეცვლა. ზომის პროპორციული ცვლილებისთვის საჭიროა კლავიატურის Shift ღილაკზე დაჭერა და კუთხის მარკერების გადაადგილება. მასშტაბირება ტრანსფორმირის ცენტრის მიმართულებით რომ განხორციელდეს, საჭიროა Alt ღილაკზე დაჭერა. ორივე ღილაკზე დაჭერისა და კუთხის მარკერის გადაადგილების შემთხვევაში, მასშტაბირება მოხდება პროპორციულად და ცენტრის მიმართულებით. III. Rotate (მობრუნება) – მობრუნება ხდება კუთხის მარკერის გადაადგილებით, ტრანსფორმირების ცენტრის მიმართ. მობრუნების დროს Shift ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ობიექტი 15°-ით მობრუნდება.
ბრძანება Free Transform (თავისუფალი ტრანსფორმირება) Free Transform ბრძანების გაცემა, Edit მენიუს გარეშე, კლავიატურის Ctrl+T ღილაკების კომბინაციითაც შეიძლება. გამოსახულებაზე თავისუფალი ტრანსფორმირების ჩარჩოს დადების შემდეგ, კლავიატურის ღილაკების, ჩარჩოს კონტექსტური მენიუს და პარამეტრების პანელის გამოყენებით, ნებისმიერი სახის ტრანსფორმირების ჩატარება არის შესაძლებელი (Shift და Alt ღილაკებთან დაკავშირებით, აქაც იგივე წესები მოქმედებს, რაც წინა შემთხვევაში): Scale – მარკერების თავზე, კურსორი იღებს ორმაგი ისრის სახეს და მარკერზე დაჭერით და გადაადგილებით, შესაძლებელია ობიექტის ზომის შეცვლა. Rotate – მარკერების სიახლოვეს კურსორი იღებს მოღუნული ორმაგი ისრის სახეს და მაუსის გადაადგილებით, შესაძლებელია ობიექტის მობრუნება. Skew – Ctrl+ Shift ღილაკების კომბინაციით, კურსორი იღებს ორნაირი ისრის (შტრიხიანი და ორმაგი) სახეს და გვერდითი მარკერების გამოყენებით შესაძლებელია ობიექტის დახრა ნებისმიერი მიმართულწებით. Distort – Ctrl ღილაკზე დაჭერის შემდეგ, კურსორი მარკერების თავზე იღებს შტრიხიანი ისრის სახეს და შესაძლებელია მარკერების ნებისმიერ ადგილზე გადატანა. Perspective – Ctrl+ Shift+Alt ღილაკების კომბინაციით კურსორი კუთხის მარკერების თავზე იღებს შტრიხიანი სამკუთხედის სახეს და შესაძლებელია პერსპექტივის დეფორმაციის ჩატარება. Warp – ტრანსფორმირების ჩარჩოს შეცვლა ტრანსფოტმირების ბადით შესაძლებელია პარამეტრების პანელზე მდებარე სპეციალურ ღილაკზე დაჭერით. Rotate 180°, Rotate 90° CW, Rotate 90° CCW, Flip Horizontal და Flip Vertical ბრძანებების შესრულება შესაძლებელია ტრანსფორმაციის ჩარჩოს კონტექსტური მენიუს გამოყენებით, რმელიც ეკრანზე გამოდის, ჩარჩოს შიგნით, მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით. ტრანსფორმირების დასრულების შემდეგ, შედეგის დასაფიქსირებლად, საჭიროა ტრანსფორმირების ჩარჩოს შიგნით ორჯერ დაწკაპუნება ან კლავიატურის Enter ღილაკზე დაჭერა. ტრანსფორმირების გასაუქმებლად გამოიყენება კლავიატურის Esc ღილაკი. ტრანსფორმირების მიღება და გაუქმება ასევე შეიძლება პარამეტრების პანელზე მდებარე ღილაკების გამოყენებით. Free Transform და Transform ბრძანებების გამოყენებით, ობიექტის ტრანსფორმირება ხდება ვიზუალურად, მაგრამ პროგრამა იძლევა დეტალური და ზუსტი ტრანსფორმირების საშუალებას. ამისათვის გამოიყენება ტრანსფორმირების პარამეტრების პანელი (ნახ. 3), რომელიც ეკრანზე გამოდის ტრანსფორმირების ჩარჩოს გამოჩენასთან ერთად. პარამეტრების პანელის თავში მოთავსებულია ტრანსფორმირების ცენტრის ველი, რომელშიც თეთრ კვადრატზე მაუსის დაწკაპუნებით, შესაძლებელია ცენტრის გადაადგილება ჩარჩოს მარკერებზე. ტრანსფორმირების ცენტრის კოორდინატები ფიქსირდება X და Y ველებში. კოორდინატების ველებში ცვლილილებების შეტანით, შესაძლებელია ობოექტის გადაადგილება დოკუმენტის ფანჯრის ფარგლებში. გამოსახულების მასშტაბირებისთვის გამოიყენება W (სიგანე) და H (სიმაღლე) ველები. ველებს შორის ღილაკი უზრუნველყოფს პროპორციის დაცვას მასშტაბირების დროს, მისი გათიშვის შენთხვევაში, სიგანისა და სიმაღლის შეცვლა ინდივიდუალურად იქნება შესაძლებელი. მობრუნების ველში შესაძლებელია მობრუნების კუთხის მაჩვენებლის ჩაწერა -180 დან 180 გრადუსამდე დიაპაზონში. H (ჰორიზონტალურად) და V (ვერტიკალურად) ველებში შესაძლებელია ობიექტის დახრის კუთხის მაჩვენებლის ჩაწერა.
60 2-ს მოსწონს
|