x
image
ვიზა კოხაძე
"ჩუმი ეპიდემია" - დიაბეტი, ცხოვრების წესი თუ დიაგნოზი
imageშაქრიან დიაბეტს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 170 წელს იცნობდნენ, მაგრამ იმხანად დიაბეტით დაავადებულთა მკურნალობა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ვერ ადგენდნენ დაავადების მიზეზს. ავადმყოფები განწირულნი იყვნენ. მხოლოდ მე-19 საუკუნის მიწურულს გახდა ცნობილი, რომ დაავადება კუჭქვეშა ჯირკვალს უკავშირდებოდა, მაგრამ კიდევ საკმაო ხანი გავიდა, ვიდრე ტორონტოში ახალგაზრდა ექიმები ძაღლის კუჭქვეშა ჯირკვლიდან გამოყოფდნენ განსაკუთრებულ ნივთიერებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სისხლში შაქრის შემცველობას აქვეითებდა. ამ ნივთიერებას ინსულინი უწოდეს. ეს 1921 წელს მოხდა, ხოლო 1922 წლის იანვრიდან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პირველმა პაციენტმა დაიწყო მკურნალობა ინსულინის ინექციებით, რამაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ადამიანის ორგანიზმის მილიარდობით უჯრედი იკვებება და ენერგიას იღებს სწორედ იმ საკვებიდან, რითაც ვიკვებებით.როგორც ცნობილია, პირველად კუჭში ნახშირწყლები მუშავდება, რომელიც გლუკოზად გადაიქცევა და მისი არსებობა კი მთავარი მამოძრავებელი წყაროა უჯრედის კვებისთვის.გლუკოზის მოლეკულებს ანუ "შაქარს" არ შეუძლია დამოუკიდებლად შევიდეს უჯრედში. ამისთვის მას ჭირდება ინსულინი, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლით გამოიყოფა.

დიაბეტს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა იწვევს და ცნობისათვის მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული ეგრეთ წოდებული "ჩუმი ეპიდემიით", რომელიც თითქოსდა ცხოვრების წესად იქცა.როგორც ვარაუდობენ, 2025 წლისთვის დაავადებულთა რიცხვი 2 - ჯერ გაიზრდება.image

მეცნიერებმა შეიმუშავეს ტესტი იმის შესახებ, თუ რა სიმპტომები აქვს " საუკუნის სენით" დაავადებულ ადამიანებს. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ სიმპტომებს, რითაც ხასიათდება ეს ვერაგი დაავადება.გთავაზობთ ტესტს:


1) როცა ყოველთვის გტანჯავს წყურვილი და ხშირად გრძნობ პირში სიმშრალეს;

2 ) გაქვს გაძლიერებული ჭამის მადა, მაგრამ ვერ გრძნობ დანაყრებას;

3 ) ხშირად შარდავ და შარდის გამოყოფა მომატებულია, განსაკუთრებით ღამის საათებში;

4 ) ძნელად გიშუშდება ნაკაწრები ან ჭრილობები;

5 ) ხანდახან თვალებზე გადაგეკრება ბინდი და ირგვლივ ყველაფერი გიბნელდება;

6) პერიოდულად გიბუჟდება კიდურები, ხოლო უფრო ხშირად გრძნობ ჩხვლეტას ხელებსა და ფეხებში.

დიაბეტის ორი ტიპი არსებობს. I ტიპის შაქრიანი დიაბეტი მწვავედ იწყება და მისი ძირითადი სიმპტომები მალე იჩენს თავს, II ტიპისა კი შემპარავად, ნელ-ნელა ვითარდება, ამიტომ პაციენტი ხშირად რამდენიმე თვის, შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი ვერ ამჩნევს მის არსებობას და უკვე გართულებათა გამო მიმართავს ექიმს ან გამოკვლევისას შემთხვევით აღმოუჩენენ ხოლმე ჰიპერგლიკემიას.image





0
288
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0