საზოგადოება "ბიჭს ეტყობა უფრო შიოდა და ორი შეუკვეთა“- უცხოელებისა და ხინკლის სახალისო ისტორია 2015, 19 სექტემბერი, 21:47
„გუშინ ფილარმონიასთან "მაჭახელაში" ერთ მაგარ ამბავს შევესწარი. ფანჯრიდან მიმტანი ბიჭი დავინახე ორი თეფშით - ერთ თეფშზე ერთი, ხოლო მეორეზე - ორი ცალი ხინკალი იდო... გავაყოლე თვალი, უცხოელებს მიუტანა, ბიჭი და გოგო იჯდნენ... ბიჭს ეტყობა უფრო შიოდა და ორი შეუკვეთა.“ თუმცა, იქნებ შიმშილი აქ არაფერ შუაშია და ტურისტები უბრალოდ ცოტა ხნის წინ უილიამ დანბარის მიერ გამოქვეყნებული სტატიის - „რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს?“ - გავლენის ქვეშ არიან: ცდილობენ აღარ შეჭამონ ქართული ხინკალი, მაგრამ...ბოლომდე ვერ ახერხებენ. რას ვიზამთ, მიუხედავად დანბარის კრიტიკული წერილისა, მაინც ხვდებიან გემოვნებიანი უცხოელები, რომ ქართულ ხინკალზე უარის თქმა საკმაოდ ძნელია და ჩუმჩუმად მაინც დაიპარებიან "მაჭახელებში" ერთი, ჰა-ჰა ორი ხინკლის დასაგემოვნებლად... 852 11-ს მოსწონს 1-ს არა
|