x
image
ციცი
Mediator image
"ევროვიზიის დროს დოლარის კურსი ესეთი არ იყო, თორემ გამწარებული "ვორიორი" ვიქნებოდი..."-ნინა სუბლატი

imageმომღერალი ნინა სუბლატი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუს აქვეყნებს და იხსენებს ევროვიზიაზე გამოსვლას:

"ევროვიზიის ბოლო ნამღერის შემდეგ ეს სიმღერა არ მომისმენია. ჰოდა დღეს შემთხვევით გადავწყვიტე მომესმინა და კმაყოფილი დავრჩი... გამახსენდა როგორი განწყობით ვიყავი როცა ვწერდი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი გავიდოდი თუ არა ევროვიზიაზე, მაგრამ ვიცოდი, თუ გავიდოდი მართლა "ვორიორი" უნდა ვყოფილიყავი და ვერაფრით ავღწერ როგორი რთულია ამდენ თავმომწონე ქვეყანას შორის, შენ ერთი გაჭირვებული საქართველო ნამდვილი იყო. არც მიცდია, რომ სიმღერა მხიარული დამეწერა, რადგან ვფიქრობ, როდესაც საქართველოს წარადგენ ევროვიზიაზე, პირველ რიგში შენი იმ დროინდელი ქვეყნის ვითარება უნდა მოყვე რამდენიმე მილიონ ადამიანთან და არა ის, რაც არ ხდება, ზიზილო, ბიბილო, საახალწლო მორთულობა... იმის მიუხედავად, რომ მთელი იქ ყოფნის განმავლობაში მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ სასტიკად ღარიბები ვიყავით, მაინც ნამდვილი "ვორიორივით" ვიყავი... მჯეროდა ჩემი გულით დაწერილი სიმღერის, ჩემი ნერვიულობით შექმნილი კოსტიუმის, განათებების ამბები... იმისიც მჯეროდა, რომ ფინალში კარგად გავხდებოდი, იმიტომ რომ პირველ ნახევარფინალამდე ფაქტიურად სალპარაკო ხმაც კი დავკარგე.
წარსდგე ევროვიზიაზე დიდი სტრესია, ჩემნაირებისთვის კი, ვინც ყველაფერში ჩართულია და არაფერს
"მაზავს" უფრო მეტი სტრესია. იშრომო ბევრი, გააკეთო ყველაფერი, იყო საუკეთესო და თან იცოდე რომ
აქ მხოლოდ პოლიტიკაა... ძაან უცნაური გრძნობაა- რთულად გადასატანი, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ რომ ჩემი ქვეყანა წარვადგინე! და თან ზიზილო-ბიბილო კი არა, ანუ ისეთი კი არა, როგორიც არ გამოგვდის და ევროვიზიაზეც ხშირად დავცინივართ მაგის გამო; ნწ, ზუსტად ის ვიმღერე რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. არა მხოლოდ ტერიტორიების გამო (მაგაზეც რა თქმა უნდა გავკადნიერდი და ლაივ პრესკომფერენციაზე ოკუპანტს შევახსენე თავი, რომ ოკუპანტია და მშვიდობაზე ნუ გვიგალობს), არამედ
იმის გამო, რაც ზოგადად ხდება... მაშინ დოლარის კურსი ესეთი არ იყო, თორემ გამწარებული ვორიორი ვიქნებოდი... მოკლედ, ძაან კმაყოფილი ვარ. ისე ხო მჯეროდა რომ მთელი ნომერი ძაააააალიან მაგარი იყო და ევროვიზიამ
რომ შოუ დაგვახურინა, მაშინ უფრო დავრწმუნდი. მიხარია, რომ
სიმღერების წერა
შემიძლია! ძაან მაგარი რაღაცაა, ყოველთვის ისეთ რაღაცაზე ვწერ, რასაც ხშირად არ ვიძახი ხოლმე. ესეთია ვორიორიც, ვორიორი, მაგრამ ძონძებში კი არა როგორიც ვინმეს პატარა ღარიბი საქართველო შეიძლება ეგონოს, არამედ "გაზმანული", ახალგაზრდა, პრინციპული, საშიში, ცოტა მიმზიდველიც და რა თქმა უნდა თავის სიმაღლეზე. მიხარია, რომ მთელი ევროვიზიის სტაფი დიდი, ძალიან დიდი სიყვარულით გვექცეოდა, იმიტომ რომ ყველას ძალიან მოსწონდა სიმღერა და ნომერი, მაგრამ
იცოდნენ, რომ ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვიგებდით.
ვინც ევროვიზიაზე ყოფილა თითმის ყველა არტისტი ამბობს, თუ რა მაგარია იქ გატარებული დრო, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არაფერი ევროვიზიის მსგავსი აღჭურვილობა არ გვაქვს, ხანდახან ერთმანეთს ვჭამთ, ყველაზე დიდი შეჭმა ჩემი ტვ იმედიდან მახსოვს, გადაცემა რომ მომიწყეს სადაც 1. 700-ზე მლანძღავდა ისე, რომ არავის დაგვირეკეს და არ მიგვიწვიეს შოუში. არც მივიდოდი, ღმერთმა დამიფაროს, ვიცი ვის უნდა ველაპარაკო და ვისი აზრი ვიკითხო, მაგრამ ვინმე მივიდოდა პირველი არხიდან და იტყოდა, რომ საქართველო მთელს მსოფლიოს მოსწონდა, რომ ხალხი მხარს გვიჭერდა, ბიბისიზე ვიყავი მიწვეული, ასეთი რამე არ მომხდარა ჯერ და კიდე სხვა მრავალი. მაგრამ მე ხომ ნამდვილი პოზიტივი დამიანი ვარ იმ შავი თმის მიღმა, ავდექი და "იუ ქოლ მი დევილ" დავწერე ზუსტად 5 წუთში. თან ტელევოზორში ჩემს
ლანძღვას ვისმენდი (თუ როგორი მდაბიო, უგემოვნო ვარ და "ვაფშე ვის დავეკარგე"). რა თქმა უნდა არ მწყენია ძალიან (ძალიან ცოტათი კი, აი ტვ-ს რომ ჩართავთ და მოისმენთ როგორ "გაჯ:!328:!;ვენ "- ჩემს ადგილას 3 წლიანი დეპრესია დაგემართებათ, არაა მთლად სასიამოვნო. კიდევ ერთი რაღაც მომწონს ძალიან. ახლა უკვე თუ საქართველოზე ევროვიზია რამეს წერს, აუცილებელად "ოქსიმეითედს" ხმარობენ სათაურებად და "ზეც ვერი ქულ აი სინქ." მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით და ვიცი როგორ მოეწონა ადამიანებს ეს პერფორმანსი, იმათაც კი მოეწონათ, ვინც იძახის რომ არ მოეწონა. კმაყოფილი ვარ, იმიტომ არა, რომ ყველაფერი მაქვს. მაგრამ ისე მაგრად ვერთობი მუსიკის წერით, საყვარელი ადამიანებით და ჩემი თავით (სხვათაშორის საკმად კომედია ადამიანი ვარ ცხოვრებაში, ბევრს ვლაპარაკობ, ძალიან აქტიური ვარ, ხანდახან უხეში, მაგრამ არავის სწყინს ჩემგან. და ისე მიყვარს ჩემი სიმღერები, რომ აღწერაც შეუძლებელია.imageimage

0
121
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0