საზოგადოება "მომავალი პრემიერის" ემოციური გამომშვიდობება შვილთან და შეფასებები მის დაპატიმრებაზე 2015, 19 სექტემბერი, 12:01 რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავას მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, დავით კეზერაშვილი კი გაამართლა და პატიმრობა გაუუქმა. გიგი უგულავას 4 წელი და 6 თვე "თბილსერვისის" საქმეზე შეეფარდა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლოს ეზოში საკუთარ მხარდამჭერებს დაემშვიდობა, სიმშვიდისა და გამძლეობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ 2016 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გუნდს დაამარცხებენ. დამშვიდობების დროს გიგი უგულავას გვერდზე მისი ოჯახის წევრები, ასევე პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. დამშვიდობების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ის საქალაქო სასამართლოს შენობაში შეიყვანეს, საიდანაც მას ბადრაგი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანს. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, როგორ ემშვიდობება შვილს გიგი უგულავა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ. დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავს 24 საათიანი თავისუფლების შემდეგ დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. ნიკა გვარამია: "არა უშავს, გახდებიან პირველნი უკანასკნელნი და უკანასკნელნი გახდებიან პირველნი. უგულავა გამოვა, ივანიშვილი შევა." თამარ ჩერგოლეიშვილი: "იმედი რომ მქონოდა ასე დაგოიმდებოდა ის ყანა, უფრო რიხიანად ვიყვირებდი "გამოიღე"-ს. ცხადია, არცერთ მეგობარს ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ეს მოსამართლე მიუსჯიდა - ვიცოდით მისი ძალიან დიდი პრობლემის შესახებ. ცხადია, როგორც მეგობრებს გვერჩია მეტი დრო გვქონოდა მასთან და ბევრი გველაპარაკა, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ რაციონალურად გაცილებით უკეთესი იქნებოდა ასე მოქცეულიყო - ბოლო სიტყვის სათქმელად მოსამართლეს მოსაფიქრებელი დრო არ მიეცა ადამიანისთვის, რომელიც 5 თვე უკანონო ტყვეობაში ამყოფა სახელმწიფომ, სადაც სამართალი მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს. მაგრამ ვფიქრობდით რაღაც თავის გასამართლებელ ხავსს მოეჭიდებოდნენ, რომ საკამათო ჰქონოდათ. ერთი კვირა ან ათი დღე დაიცდიდნენ. არადა რაციონალურად, საბოლოო მიზნისთვის გვერჩია დღესვე შეებრუნებინათ. რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერ ბრძოლაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიცხადეს. შავ-თეთრი უნდა იყოს ყველაფერი. რაც შეიძლება ნაკლები ნაცრისფერი. ჭკვიანი მოწინააღმდეგე ამის შესაძლებლობას ნაკლებად გაძლევს, რომ სწრაფად არ წააგოს. ეს მაგარი ყანა აღმოჩნდა." ნანუკა ჟორჟოლიანი: "გიგი ისევ დააკავეს. ვინ ამბობთ ეს ქვეყანა ერთი კაცის სურვილებს არაა მორგებულიო გამოდით უნდა დაგთვალოთ!" სერგო რატიანი: "ძალიან ვარ გაბრაზებული, ცოფებს ვყრი! გიგი ისევ მატროსოვის ციხეშია!რისთვის და ვისთვის?! ვის გამო?! იმ ადანიანებს მწარედ დავწყევლი და ღვთის წინაშე ვუსურვებ ძალიან ცუდს რომლების მპღალატეების მიტევებაზ იფიქრებს! რომლებიც ჩვენს ქვეყანას ფეხებზე იკიდებს და მათ ისევ გაუღიმებთ! მე არ ვსაუბრობ რიგით ამომრჩეველზე, მე ვსაუბრობ ვინც მიწა გამოუთხარა სამშობლოს! ვინც რეფორმატორები, ვანო ბაჩო, გიგი და ემიგრანტად ქცეული პოლიტიკურად დევნილი სამშობლოს აღმშენებლობისთვის მებრძოლები საციხოდ და განსადევნად გაიმეტა! არ მინდა იეთი გველის ხვრელიდან გამომძვრალი პოლიტიკოსები როცა ხვდებიან აგებენ არჩევნებს და მეე ვინც იგებს იქითკენ ბარდდებიან! არ მინდა ისეთი ადამიანები ვინც ეპირფერებიან და მერე ზურგს უკან ენებს ატრიალებენ და შპიონობენ! არ მინდა საკუთარიც კი ვინც ივანიშვილ მკვლელზე ოდნავ საქებარ სიტყვასაც კი იტყვის! ივანიშვილმა საქართველო ბიზნეს ბაზრად აქცია და თქვენ ქოცებო მათი ნაბიჭვრები ხართ!" ინგა გრიგოლია: "დაპატიმრებაც ასეთი უნდა!!!!!!!პირდაპირ ეთერში...საკუთარი ფეხით...4 წელი და 6 თვე...მარტო გიგის შეეძლო ასე დაეპატიმრებინათ...ვინც იცნობს, მხოლოდ ის მიხვდება რასაც ვგულისხმობ...სხვა-ვერა...პ.ს----ტყუილად ნუ მოძებნით პოლიტიკურ ქვეტექსტებს ჩემს პოსტში)))))))))) ამ სტატუსს მხოლოდ ისინი გაიგებენ, ვინც უგულავას პირადად იცნობს". მიშა თავხელიძე: "გიგი უგულავა, მართალი ხარ, 4.5 წელი ბიძინას აქ არ უწერია. გამაგრდი!" ნათია კობერიძე: "ბიძინამ არ იცის, რომ დღეს ისეთი მომავალი პრემიერ-მინისტრი ჩასვა ციხეში, რომელიც თავის მერობაზე უფრო წარმატებული იქნება და რომელიც პოლიტიკურ რევანშს აზრადაც არ გაივლებს." "მე ველოდებოდი რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე მიუსჯიდნენ. მანდაც იქნება რამე მოსაჩხრეკი. ამხელა მილმა თბილისთან ჩაიარა და უგულავა სად იყო ამ დროს, ჰა?" 148 2-ს მოსწონს 1-ს არა
|