იარაღი და ტექნიკა 10 ქვეყანა, რომლებსაც შეუძლიათ წამოიწყონ "მესამე მსოფლიო ომი" 2015, 18 სექტემბერი, 16:34 Business Insider-მა და Global Firepower-ის საიტმა ერთბაშად გამოავლინა
მსოფლიოს უძლიერესი 10 სამხედრო არმია, რომლებსაც შეუძლიათ მესამე მსოფლიო
ომის წამოწყება, რადგამ ამ ქვეყნებს გააჩნიათ უძლიერესი შეიარაღება და ტექნიკა.
ქვეყნები, რომლებიც ამ სტატიაში არის წარმოდგენილი, შესაძლოა უკვე იცოდეთ,
მაგრამ დაიმახსოვრეთ რომ ზუსტად ამ ქვეყნების ინიციატივიდან შესაძლოა დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი. 10. თურქეთი ევრაზიის კონტინენტის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა. თურქეთი საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს ტერორისტების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეც-ოპერაციებში. ქვეყანა არის ნატოს წევრი. აქტიური ჯარისკაცის რაოდენობა: 411 000 თავდაცვის ბიუჯეტის სტატისტიკა 2015 წლისთვის: 18 000 000 000 $-ზე მეტი ავიაგამანადგურებლების რაოდენობა: 1020 ტანკების რაოდენობა: 3 778 9. იაპონია აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს წყნარ ოკეანეში. იაპონია არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ არის საკონტაქტო ქვეყანა, როგორც ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ კორეა. აქტიური ჯარისკაცის რაოდენობა: 247 000 თავდაცვის ბიუჯეტის სტატისტიკა 2015 წლისთვის: 42 000 000 000 $-მდე ავიაგამანადგურებლების რაოდენობა: 1613 ტანკების რაოდენობა: 678 8. გერმანია ევროპის ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა, რომელიც ისტორიას ყოველთვის ახსოვს. ფაშიტურ გერმანიას მეორე მსოფლიო ომში წაგების შემდეგ ძალების აღდგენა, როგორც ხედავ არ გაუჭირდა. ქვეყანა არის ნატოს წევრი. აქტიური ჯარისკაცის რაოდენობა: 179 000 თავდაცვის ბიუჯეტის სტატისტიკა 2015 წლისთვის: 40 000 000 000 $-მდე ავიაგამანადგურებლების რაოდენობა: 663 ტანკების რაოდენობა: 408 7. სამხრეთ კორეა აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა, ტექნოლოგიური სიახლეების დევი, სამხრეთ კორეა იაპონიასთან ერთად მსოფლიოს უახლეს ტექნოლოგიების ყოველწლიურად ხელს აწერს. ქვეყანა როგორც ხედავთ მოხვდა მსოფლიოს უძლიერეს 10 სამხედრო არმიას შორისაც. სამხრეთ კორეა არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ როგორც იაპონია, ავსტრალია და ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეაც საკონტაქტო ქვეყანაა. აქტიური ჯარისკაცის რაოდენობა: 624 000 თავდაცვის ბიუჯეტის სტატისტიკა 2015 წლისთვის: 33 000 000 000 $-მდე ავიაგამანადგურებლების რაოდენობა: 1412 ტანკების რაოდენობა: 2381 6. საფრანგეთი დასავლეთ ევროპის ყველაზე განვითარებული ქვეყანა, ტურიზმის ერთ-ერთ კერა. მსოფლიო ისტორიაში საფრანგეთი ყოველთვის გამოირჩეოდა სამხედრო არმიის სიძლიერით, ქვეყანა არის მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულიც. საფრანგეთი აგრეთვე ნატოს წევრი ქვეყანაა. აქტიური ჯარისკაცის რაოდენობა: 203 000 თავდაცვის ბიუჯეტის სტატისტიკა 2015 წლისთვის: 40 000 000 000 $-მდე ავიაგამანადგურებლების რაოდენობა: 1264 ტანკების რაოდენობა: 423 5. ინგლისი დიდი ბრიტანეთის უძლიერესი სახელმწიფო, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა. მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებული და ასევე ნატოს წევრი ქვეყანა. აქტიური ჯარისკაცის რაოდენობა: 147 000 თავდაცვის ბიუჯეტის სტატისტიკა 2015 წლისთვის: 52 000 000 000 $-მდე ავიაგამანადგურებლების რაოდენობა: 936 ტანკების რაოდენობა: 407 4. ინდოეთი მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში.ორ საუკუნეზე მეტი კოლონია იყო, „ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი“. ინდოეთი არ არის ნატოს წევრი ქვეყანა აქტიური ჯარისკაცის რაოდენობა: 1 320 000 თავდაცვის ბიუჯეტის სტატისტიკა 2015 წლისთვის: 38 000 000 000 $-მდე ავიაგამანადგურებლების რაოდენობა: 1905 ტანკების რაოდენობა: უცნობი 3. ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი არმიაც ჩინეთს ჰყავს. ქვეყანა არ არის ნატოს წევრი. აქტიური ჯარისკაცის რაოდენობა: 2 230 000 თავდაცვის ბიუჯეტის სტატისტიკა 2015 წლისთვის: 145 000 000 000 $-მდე ავიაგამანადგურებლების რაოდენობა: 2 860 ტანკების რაოდენობა: 9 150 2. რუსეთი ევრაზიის და მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა. მეორე მსოფლიოს ომის გამარჯვებული და ზესახელმწიფოდ აღიარებული ქვეყანა(აშშ-სთან ცივი ომის წაგებამდე) რუსეთი დღეს დღეობით მსოფლიო ქვეყნებს შორის ძალიან დიდი პრიორიტეტით სარგებლობს. ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს რუსეთის რიდი, ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი არის ვლადიმირ პუტინი აქტიური ჯარისკაცის რაოდენობა: 766 000 თავდაცვის ბიუჯეტის სტატისტიკა 2015 წლისთვის: 60 000 000 000 $-მდე ავიაგამანადგურებლების რაოდენობა: 3 429 ტანკების რაოდენობა: 15 398 1. აშშ მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფო თითქმის ყველა დარგში. აშშ არის დღესდღეობით მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფო, ნატოს დამფუძნებელი და ლიდერი ქვეყანა. აქტიური ჯარისკაცის რაოდენობა: 1 400 000 თავდაცვის ბიუჯეტის სტატისტიკა 2015 წლისთვის: 557 000 000 000 $-მდე ავიაგამანადგურებლების რაოდენობა: 13 892 ტანკების რაოდენობა: 8 848 სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2822 16-ს მოსწონს
|