x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფენების არსი და პალიტრა Layers. ფენები. (Photoshop CS 4 & 5)

ფოტოშოპში გახსნილი ყველა გამოსახულება ფენებისგან შედგება. გამოსახულება შეიძლება იყოს ერთფენიანი ან მრავალფენიანი. ფენების რაოდენობა შეზღუდული არ არის (ერთ გამოსახულებაში 800-მდე ფენის შექმნა შეიძლება, თუ კომპიუტერის მეხსიერება ამის საშუალებას იძლევა).

ფენა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ვირტუალური ფაილი, რომელშიც გამოსახულება არის მოთავსებული.

თვისებებისა და რედაქტირების წესის მიხედვით, პროგრამაში რამოდენიმე ტიპის ფენა არის: უკანა ფონის (ყველაზე მთავარი ფენა გამოსახულებაში, რომელიც განსაზღვრავს გამოსახულების ზომას, რეზოლუციას და ფერის მოდელს), სამუშაო, საკორექციო, სმარტ ობიექტის, ფენა-ნიღაბი, ვექტორული (ტექსტი, ფიგურა), მაკეტური და ა. შ.

გამოსახულების ფენები ერთმანეთის თავზე მდებარეობენ და ერთობლივად ქმნიან სრულ გამოსახულებას (ნახ. 1). ყოველი ზედა ფენა, ქვედა ფენას ფარავს, მაგრამ ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ. თითოეული ფენის რედაქტირება ინდივიდუალურად ხდება და რედაქტირების შედეგი სხვა ფენებზე არ აისახება.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

ფენების არსი და პალიტრა Layers. ფენებიპროგრამაში გახსნილი გამოსახულების ფენების რაოდენობა, განლაგება და თვისებები ფიქსირდება Layers (ფენები) პალიტრაში (ნახ. 2).

ფენების არსი და პალიტრა Layers. ფენები პალიტრაში ყველა ფენას აქვს საკუთარი მინიატურა, რომელიც ფენაზე მოთავსებული გამოსახულების შემცირებულ ასლს წარმოადგენს. მინიატურის ზომის დარეგულირება შესაძლებელია პალიტრის მენიუს საშუალებით, რომელიც ეკრანზე, პალიტრის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე, ღილაკზე დაჭერით გამოდის (ნახ. 3).

ფენების არსი და პალიტრა Layers. ფენები მენიუდან უნდა ავირჩიოთ Panel Options (იხ. ფოტოშოპის ძირითადი ტერმინები) პუნქტი და ეკრანზე გამოსულ Layers Panel Options სადიალოგო ფანჯარის Thumbnail Size ველში, მინიატურის ზომა ან None გადამრთველი, რომელიც მინიატურას თიშავს პალიტრაში (ნახ. 4).

ფენების არსი და პალიტრა Layers. ფენები მოცემულ სადიალოგო ფანჯარაში შეგვიძლია განვსაზღვროთ მინიატურის შინაარსიც. Thumbnail Contents ველში, ორი გადამრთველიდან, ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ:

I. Layer Bounds პუნქტის არჩევის შემთხვევაში, მინიატურაზე მხომოდ ფენაზე განთავსებული გამოსახულება გამოჩნდება თავის გეომეტრიულ საზღვრებში.

II. Entire Document პუნქტის არჩევის შემთხვევაში, მინიატურაზე გამოჩნდება დოკუმენტის ფენა მთლიანად (გამოსახულება და გამჭვირვალე უბნები).

Use Default Masks on Fill Layers გადამრთველი ავტომატურად ამატებს ნიღაბს ჩასასხმელ ფენაზე (ამ ტიპის ფენები მოგვიანებით იქნება განხილული).

Expand New Effects გადამრთველი, ეფექტების შემცველ ფენაზე, ეფექტს გაშლილი სახით წარმოადგენს (სტილები და ეფექტები მოგვიანებით იქნება განხილული).

Layers პალიტრაში ყველა ფენას აქვს თავისი სახელი. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, პროგრამაში სხვადასხვა ტიპის ფენები შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ სამუშაო ფენებს პროგრამა ავტომატურად ანიჭებს სახელებს: Layer 1, Layer 2 და ა.შ. ასეთ ფენებზე ნებისმიერი ოპერაციის ჩატარება შეიძლება.

Layers პალიტრაში, სულ ქვემოთ, მოთავსებულია Background-ის ფენა, რომლის სახელის ბოლოს, ბოქლომი არის მოთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფენაზე ზოგიერთი ოპერაცია შეზღუდულია. მაგ., არ შეიძლება ფენის გადაადგილება, ტრანსფორმირება და სხვა. აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა შეიძლება უკანა ფონის ფენის სამუშო ფენად გადაქცევის გზით. ამის გაკეთება სამი ხერხით არის შესაძლებელი:

I. ბრძანებით: მენიუ Layer > New > Layer From Background

II. ორჯერ უნდა დავაწკაპუნოთ Layers პალიტრაში უკანა ფონის ფენაზე.

III. მაუსის მარჯვენა ღილაკით უნდა დავაჭიროთ უკანა ფონის ფენაზე და გამოსული კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ Layer From Background პუნქტი.სამივე შემთხვევაში ეკრანზე გამოდის New Layer სადიალოგო ფანჯარა, რომელშიც უნდა დავაჭიროთ OK ღილაკს. ამის შემდეგ, უკანა ფონის ფენა ჩვეულებრივ სამუშაო ფენად გადაიქცევა, Layer 0 -ის სახელით.

დოკუმენტის ფანჯარაში, გამოსახულების ფენები შეიძლება იყოს ხილული და უხილავი. Layers პალიტრაში, ფენის მინიატურების წინ მოთავსებულია „თვალის“ პიქტოგრამები. თუ პიქტოგრამა ჩართულია, ფენა ჩანს დოკუმენტის ფანჯარაში. კურსორით პიქტოგრამაზე დაჭერის შემთხვევაში, „თვალი“ ითშება და ფენა ქრება დოკუმენტის ფანჯრიდან (ნახ. 5).

ფენების არსი და პალიტრა Layers ყველა ფენის გათიშვის შემთხვევაში, ჭადრაკისებური ფონი გამოჩნდება (ნახ. 6), რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტის ფანჯარაში მხოლოდ გამჭვირვალე პიქსელები ჩანს.

ფენების არსი და პალიტრა Layers ჭადრაკისებური ფონი გვხვდება ნაწილობრი გამჭვირვალე ფენის მინიატურებზეც. თუ გავთიშავთ მხოლოდ უკანა ფონის ფენას, ჭადრაკისებური ფონი, ფენის გამჭვირვალე ადგილებში გამოჩნდება, ფენაზე განთავსებულ გამოსახულებასთან ერთად (ნახ. 7).

 ჭადრაკისებური ფონი  გვხვდება ნაწილობრი გამჭვირვალე ფენის მინიატურებზეც.      თუ გავთიშავთ მხოლოდ უკ

0
128
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0