კომპიუტერები და პროგრამები სინემატოგრაფია (,,ცოცხალი" ფოტო) - XXI საუკუნის ფოტოგრაფია 2015, 18 სექტემბერი, 11:43
მსოფლიო აღფრთოვანდა ფოტოგრაფიით, მისი გაჩენის დღიდან. ვიდეოს გაჩენის შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, მან ჩამოართვა ფოტოგრაფიას პირველობა. ზოგიერთები, იმასაც ფიქრობდნენ, რომ ფოტოგრაფია საერთოდ შეწყვეტდა არსებობას. მაგრამ, მათი პროგნოზი არ გამართლდა. ჩვენ ერთნაირად მოგვწონს როგორც მოძრავი, ისე უძრავი გამოსახულებები. დღეს, 21-ე საუკუნეში, არსებული ვიდეო და ფოტორედაქტორების გამოყენებით, შესაძლებელია ვიდეოს და ფოტოგრაფიის გაერთიანება და ახალი კომპოზიციის შექმნა, რომელიც ვიდეოსა და ფოტოსურათის ზღვარზე იქნება. პირველად, ასეთი კომპოზიციები, ფოტოგრაფმა ჯემი ბეკმა და მონტაჟიორმა კევინ ბურგმა შექმნეს და თავიანთ ქმნილებას «სინემაგრაფი» (cinema + photograph) დაარქვეს: უძრავი ფოტო, პატარა მოძრავი ელემენტებით. ბეკისა და ბურგის თქმით - მათი ნამუშევრები, ცოტა მეტია, ვიდრე ფოტოსურათები და ცოტა ნაკლები, ვიდრე ვიდეო.
ფოტოშოპში, ბრძანებით File > Import > Video Frames to Layers... (ფენები ვიდეოკადრებიდან...) შესაძლებელია ვიდეოს დაშლა კადრებად. (ამ შემთხვევაში, მხოლოდ ოთხკადრიან გამოსახულებას განვიხილავთ.) კადრების შერჩევის შემდეგ: I. უნდა შევარჩიოთ ობიექტი, რომელიც გამოსახულებაზე იმოძრავებს. II. წავშალოთ ობიექტი ქვედა ფენაზე. III. დანარჩენ ფენებზე, წავშალოთ ყველაფერი, ამ ობიექტის გარდა. შენიშვნა: შესაძლებელია, ასე დეტალურად არ გახდეს საჭირო მოძრავი ობიექტის გამოყოფა და ქვედა ფენის რეტუშირება. VI. დავაფიქსიროთ კადრები: გავააქტიუროთ კადრი და ფენების პალიტრაში, ჩავრთოთ ის ფენები, რომლებიც მოცემულ კადრში უნდა გამოჩნდეს. ქვედა ფენის რეტუშირების შემთხვევაში, ანიმაციის პალიტრაში, ერთი კადრით ნაკლებს მივიღებთ. V. Selects looping options მენიუში, უნდა დავაყენოთ მოქმედების ციკლი - Forever (მუდმივი). ანიმაციის შექმნის შემდეგ, საჭიროა მისი ოპტიმიზირება და შენახვა. ამისათვის გამოიყენება ბრძანება: მენიუ File > Save for Web & Devices (შენახვა Web – ისთვის და მოწყობილობისთვის), რომელსაც ეკრანზე გამოაქვს შესაბამისი სადიალოგო ფანჯარა: ასე მიიღება სინემატოგრაფიული ფოტო, მხოლოდ ფოტოშოპის გამოყენებით.
ამ მეთოდით, «ცოცხალი» ფოტოსურათის შექმნის სრული პროცესი, იხილეთ ვიდეოში:
274 5-ს მოსწონს
|