საქართველო " ამ წუთიდან გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი" - გაათავისუფლებენ თუ არა გიგი უგულავას და ელოდებოდა თუ არა ქალაქის ყოფილი მერის გათავისუფლებას ლელა კილაძე? 2015, 17 სექტემბერი, 9:53
გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე საათიანი სკანდალის შემდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ბრალდებული უგულავას წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტ ხანს დატოვება.ქალაქის ყოფილი მერის კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავდა და გარდა 9 თვიანი ვადისა, უგულავას სარჩელი სხვადასხვა პრობლემურ საკითხებსაც შეეხებოდა.ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, გიგი უგულავას მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას და მისივე განმარტებით ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული, თუმცა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მისი გამამტყუნებელი განაჩენი კვლავ დადგა და სავარაუდოდ უგულავას პატიმრობას მიუსჯიან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი აზრს დაკარგავს. 103 7-ს მოსწონს
|