x
image
natia.a
რას განასახიერებს ქანდაკება, რომელიც ილია II-მ რეიგანსა და გორბაჩოვს აჩუქა
image
ფეისბუქის მომხმარებელი, მართლმადიდებლური თეოლოგიის მკვლევარი ირაკლი ჯინჯოლავა საკუთარ გვერდზე "ლოცვის ძალის" ქანდაკების ფოტოს აქვეყნებს და მის ისტორიას ყვება:

"ეს ქანდაკება შეიქმნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაკვეთით 1985 წელს სამშვიდობო მოლაპარაკების აღსანიშნავად მიხეილ გორბაჩოვსა და რონალდ რეიგანს შორის. პირველი სამიტი გაიმართა ჟენევაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, ოთხი იდენტური ქანდაკება გადასცა პრეზიდენტებს რეიგანსა და გორბაჩოვს, მსოფლიო ეკლესიათა საბჭოსა (WCC) და ამერიკის ქრისტიანული ეკლესიების ეროვნულ საბჭოს (NCC).


პატრიარქმა ქანდაკებას „ლოცვის ძალა“ უწოდა და აღნიშნა, რომ "იგი განასახიერებს ღმრთის სიყვარულსა და ზრუნვას მთელ სამყაროზე“.


P.S. აღნიშნულ ქანდაკებას საპატიო ადგილი უკავია მეს-ში და ყველა სტუმარს აცნობენ მის ისტორიას, ტკბილ მოგონებასა და საჩუქარს საქ-ოს პატრიარქისგან. ადგილობრივების თქმით, მეს-მა მოგვიანებით მეორე, არამატარიალური, საჩუქარი მიიღო პატრიარქისგან..."



image

0
522
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0