x
image
natia.a
სამარშრუტო ტაქსში გადახდენილმა კომიკურმა ისტორიამ ქართული ინტერნეტი დაიპყრო

image
სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა გუშინ, 14 სექტემბერს ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული, სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებული ისტორია. მომხმარებელი "უკვდავ თემაზე", კონდენციონერზე გვიამბობს:

"ავდივარ მარშრუტკაში, და რა საკვირველია პირველი რასაც ვაკეთებ, ვთხოვ მძღოლს, რომ ჩართოს ეს დედა მაიმუნი კონდენციონერები, მაგრამ მძღოლი ისეთ რაღაცას მპასუხობს რაც არასდროს მსმენია.


-გაფუჭებულია!


-დიდი ხანია გაფუჭებულია? (დაბნეულად ვპასუხობ)


-არ მცალია მაგაზე საუბრისთვის, ვერ ხედავ მანქანას ვატარებ?!


იქვე დავჯექი. მანქანაში ყველა ხვდება, რომ ბოროტი მძღოლი მატყუარაა და კონდენციონერები სინამდვილეში მუშაობს.


მე არ ვნებდები, ვიღებ ტელეფონს და ვრეკავ სატრანსპორტო კომპანიაში.


-ნინო გისმენთ.


-გამარჯობათ ნინო, აი ეხლა მარშრუტკაში ვზივარ და უკვე მერამდენედ ხდება რომ კონდენციონერები არ მუშაობს და იქნებ მომავალში გაითვალისწინოთ და შეაკეთოთ, თორე ხალხი იწვის აქ.


-რას ლაპარაკობთ, ყველა მარშრუტკაში კონდენციონერი გამართულად მუშაობს.


-ქალბატონო ნინო, ეს მძღოლი, ამხელა კაცი ხომ არ მომატყუებს რომ კონდენციონერები არ მუშაობს? (უკან ხალხმა ხითხითი დაიწყო)


- რომელ მარშრუტკაშზიხართ ბატონო?


- კარგით მაშინ ქალბატონო ნინო, უსაფრთხოების მიზნით მძღოლის სახელ და გვარს გეტყვით, იქნებ გამოასწოროთ ეს კონდენციონერები, თორე მძღოლსაც ცხელა და უკმაყოფილოა. (ხალხი სიცილს ვეღარ იკავებს).


მძღოლის ინფორმაცია მივაწოდე და ტელეფონი დავკიდე, შემდეგ მივუტრიალდი მძღოლს და გახარებულმა ვუთხარი,


-არაუშავს მეგობარო, აწი გაასწორებენ და აღარ დაგვცხება.


- რა კარგია (მომიგო მძღოლმა გაბრაზებული ხმით)


შემდეგ წამოვდექი და მძღოლს ჩუმად ვუთხარი,


-თუ არ ჩართავ, მართლა დავრეკავ.


მძღოლმა თავისი ბოროტი თითები კონდენციონერის ღილაკისკენ მიიტანა და ცოტა ხანში მარშრუტკაში გრილი ჰაერი დატრიალდა.


უკნიდან ჩუმი ტაშის ხმები მომესმა... გავაჩერებინე და ჩავედი."


0
375
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0