x
image
natia.a
"ამერიკელი მეგობარი ეძებს ლამაზ ქართველ ქალს, 35-45 წლის ასაკში" - ვის მაჭანკლობს ირაკლი კაკაბაძე

image
მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და 45 წლის ამერიკელი მეგობარისთვის საცოლეს ეძებს.



"ჩემი 45 წლის ამერიკელი მეგობარი ვალტერ კრუგმანი (ეს მისი 12 წლის წინანდელი ფოტოა - ახლა ცოტა ხანში შევიდა, ჩემი არ იყოს) აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და უნდა ქართველი ცოლის მოყვანა. კარგად იცნობს ქართველებს და შეყვარებულია ქართულ ხელოვნებაში და განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველაში. ეძებს ქართველ ფიანსეს - ანუ მომავალ მეუღლეს - როგორც თვითონ ამბობს დაღვინებულს, მაგრამ ლამაზს 35-45 წლის ასაკში - 'სამანიშვილის დედინაცვალის' ენაზე რომ ვთქვათ ორნაშვილებს და უქმაროს. (ნუ შვილი ერთიც რომ იყოს უკვე აღზრდილი ეგეც წავაო) რომელსაც უკვე შვილების წინაშე მოვალეობა მოხდილი აქვს და უნდა ჰყავდეს საშუალო ასაკის, შემოქმედი და მხიარული მე-უღლე და პარტნიორი. დიდი ქონების მფლობელი არ არის. არის უბრალოდ ამერიკის მოქალაქე. კარგი იუმორის პატრონი და კრეატიული სულის მქონე პიროვნება. მთხოვა რომ დავხმარებოდი შესაფერისი და ღირსეული კანდიდატების შერჩევაში (რატომღაც ჩემს ინტუიციას ენდობა - რატომ ვერ გავიგე:). მსურველები დამიკავშირდით (სასურველია ინბოქსში - ვალტერი ცოტა პრივატული სახის პიროვნებაა). ის ეძებს ინტელექტით სავსე, რაც მთავარია ადამიანური თვისებებით სავსე (რაც ახლა იშვიათობა ხდება) და რაღა თქმა უნდა თავისებურად მიმზიდველ ადამიანებს. დაინტერესებულია სერიოზულ ურთიერთობებში და ნამდვილ პარტნიორობაში. ვალტერ კრუგმანის კლუბის ვიცე-კონსული, ანტონინ მარტო", - წერს ირაკლი კაკაბაძე.



1
207
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
207
  
2015, 14 სექტემბერი, 11:01
:D აქეთ მიპოვოს :D
0 1 1