იარაღი და ტექნიკა 7 ყველაზე საშიში მომავლის იარაღი, რომელიც რუსეთში მუშავდება 2015, 7 სექტემბერი, 13:35 ამერიკულმა რესურსმა We are the Mighty, რომელიც სამხედრო თემატიკაზეა პეციალიზებული, გამოაქვეყნა "ყველაზე საშიში"იარაღების სია, რომლებზეც დღეისთვის რუსეთი მუშაობს. "დღეს, როცა რუსულ სამხედრო ძალებს უამრავი სირთულის გადალახვა უწევთ, კრემლი ძალას არ იშურებს მათ გასაძლიერებლად", - წერს სტატიის ავტორი, დევიდ ნაი. იგი აღნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან სწრაფად ახდენს საკუთარი შეიარაღების მოდერნიზებას. სტატიის ავტორს მოჰყავს ჩამონათვალი 7 "ყველაზე საშიში" იარაღისა, რომელთა განახლებას რუსეთი დაასრულებს იმ შემთხვევაში, თუ მოდერნიზაციის პროგრამა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს გადაურჩება. 1. ახალი თაობის წყალქვეშა ხომალდები როგორც ცნობილია, რუსეთი ამჟამად ავითარებს სრულიადა ახალ, როგორც მეოთხე, ასევე მეხუთე თაობის სუბმარინებს. ნაი აღნიშნავს, რომ მომავალი, მეხუთე თაობის რუსული წყალქვეშა ხომალდების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. თუმცა არსებული ინფორმაციის მიხედვით, მათზე დამონტაჟებული იქნება ახალი ატომური რეაქტორი, ერთმანეთთან დაკავშირებული იქნებიან წყალქვეშა სისტემით და ზოგიერთი დავალებისთვის გამოყენებული იქნება საბორტო რობოტები. 2. ზებგერითი რაკეტები რუსეთს დაგეგმილი აქვს, ზებგერითი შეიარაღების პროგრამის – BrahMos II-ის შექმნა, რისთვისაც, სტატიის ავტორის აზრით, მას პოტენციალი ნამდვილად აქვს: ეს არის ინდოეთთან თანამშრომლობით წარმოებული ზებგერითი პაკეტი, სახელწოდებით "BrahMos" და მასში შემავალი ზებგერითი მფრინავი აპარატი Ю-71. "Ю-71 შეძლებს მიზნისკენ გაფრინდეს არაპროგნოზირებადი ტრაექტორიით 11 ათასი კმ/სთ სიჩქარით ისე, რომ ვერანაირი პრობლემა მერ შეუქმნას რაკეტსაწინააღმდეგო თავდავამ" - წერს სტატიის ავტორი. 3. სტელს-ტექნოლოგიის მაღალი ტვირთამწეობის სტრატეგიული ბომბდამშენები ახალი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი ПАК ДА, სტატიის ავტორის აზრით, გარკვეული მახასიათებლებით ჩამოუვარდება ჰიპერბგერით თვითმფრინავს, რომლის შექმნასაც გეგმავდა რუსეთი თავიდან. უმცა იგი საკმარისად "უჩინარი" იქნება იმისათვის, რომ ფრთიანი რაკეტები გამოიყენოს შორ მანძილზე ავიამზიდავებისა და სხვა სამიზნეების წინააღმდეგ. 4. საჰაერო თავდაცვითი რაკეტები იმ დროს, როცა თითქმის ყველგან წერენ რუსულ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზე С-300, რუსეთი ფედერაცია მუშაობს კომპლექტზე С-500 "პრომეთე" - წერს სტატიის ავტორი. "მოსალოდნელია, რომ С-500 შეძლებს 5-დან 10 ბალისტიკური რაკეტის ერთდროულად ამუშავებას და დაბალი ორბიტის თანამგზავრებზე დარტყმას" - ვკითხულობთ სტატიაში. 5. ლაზერები რუსული სალაზერო პროგრამების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. თუმცა, თუ თავად რუსული მხარის განცხადებას დავუჯერებთ, "იგი განვითარებულია იმავე დონეზე, როგორიც ამერიკული". შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსულ ლაზერებს შეეძლებათ ყველა იმ შეიარაღებული სისტემის განადგურება, რომელთა იმედი აქვს აშშ-ს. 6. ავიამზიდავები რუსულ ავიამზიდავებზე საუბრისას, ნაი მათ განვითარებას "საკამათოდ" მიიჩნევს. თუმცა აღნიშნავს, რომ თუ მაინც მოხერხდა მათი წყალში ჩაშვება, ისინი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე საბჭოთა კრეისერი "კუზნეცოვი". 7. "გამომრთველი", რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგის იარაღსა და საკომუნიკაციო საშუალებებზე კონტროლი რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემა, რომელიც ამჟამად რუსეთში მუშავდება, სავარაუდოდ შესაძლებელს გახდის ყველა მოახლოებული საფრთხის "გათიშვას" - დაწყებული ნატოს ხომალდებიდან, რაკეტებითა და მომავლის ზებგერითი იარაღით დამთავრებული. 4275 12-ს მოსწონს |
ერთადერთი რაც მათ შექმნეს ესაა "კინჟალი" და მააც იმხელა ცდომილება აქვს უბრალოდ მის ეფექურობაზე საუბარიც კი ზედმეტია.
რუსულ უახლეს წყალქვეშა ნავზე უწყინარ ვითარებაში მეტყველებს მის ტექნოლოგიურ ჩავარდნაზე.
ზე ბგერით არის უკვე