5 ტიპის რუსული საბრძოლო იარაღი, რომლისაც ნატოს ეშინია - ამერიკელი სპეციალისტის რეიტინგი
რობერტ ფარლი, პატერსონის დიპლომატიის სკოლის პროფესორი (Patterson School of Diplomacy and International Commerce) ასახელებს რუსეთის მფლობელობაში არსებულ 5 საბრძოლო იარაღს, რომლისაც ნატოს ასე თუ ისე უნდა ეშინოდეს იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და ამერიკას შორის საბოლოოდ შევა ჩიხში. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ფარლის მიერ დასახელებული იარაღები.
1. ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერი"
ეს არის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც ერთდროულად, ორი რაკეტის წაღება შეუძლია. კომპლექსის შემადგენლობაში შედის გამშვები მანქანა, სათადარიგო რაკეტების გადამზიდავი საშუალება, მობილური სამეთაურო პუნქტი და ცეცხლით მართვის პუნქტი. რაკეტები საერთო დახურული ტიპის კონტეინერში არის განლაგებული, რომლის სახურავი გაშვების წინ ორ ნაწილად იშლება და სპეციალურ მექანიზმს რაკეტა ვერტიკალურ მდგომარეობაში მოჰყავს. პირველი რაკეტის სტარტიდან, მეორეს გაშვება მხოლოდ 1 წუთის შემდეგ შეიძლება. მარშიდან კომპლექსის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად, 16 წუთია საჭირო.
სამიზნის სახეობიდან გამომდინარე, რაკეტაზე 10 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ქობინის გამოყენება შეიძლება, მათ შორის ბირთვულისაც.
„ისკანდერის“ 9M723-ის ტიპის რაკეტა 3800 კგ-ს იწონის. აქედან თითქმის ნახევარი ტონა საბრძოლო ქობინზე მოდის. ზებგერითი რაკეტის ფრენის სიჩქარე 2100 კმ/სთ-ს აღწევს. არსებული მონაცემების თანახმად, რაკეტის ფრენის მაქსიამლური მანძილი 280-დან 400 კმ-მდე მერყეობს. მაქსიმალურ დისტანციაზე სროლისას, სამიზნიდან რაკეტის გადახრის დისტანცია 30-70 მ-ს შეადგენს.
"ისკანდერს შეუძლია ფრენისას შეცვალოს სამიზნე, რისი წყალობითაც მისი გამოყენება სესაძლებელია მოძრავი სამიზნეების (მათ შორის ხომალდების) წინააღმდეგ. ამას გარდა, მას გააჩნია თავიდან აცილების მიზნით მანევრირების სისტემა, რის გამოც ძნელია მისი გაუვნებელოფა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ისკანდერს" შეუძლია ის გაუკეთოს ნატოს ძალებს, რასაც ნატო სხვა ქვეყნების ძალებს უკეთებს.
ისკანდერი შესაძლოა მნიშვნელოვანი თავსატეხი აღმოჩნდეს ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისა და საჰაერო ძალებისთვის. მოწინავე ხაზებზე მოქმედი თვითმფრინავები დაუყოვნებელი განადგურების, ან როგორც მინიმუმ ნეიტრალიზების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. თუ ისკანდერის კომპლექსები კალინინგრადის ოლქში განთავსდება, ისინი საფრთხეს შეუქმნის ნატოს წევრი ბევრი ქვეყნის სხვადასხვა სამხედრო და პოლიტიკურ მიზანს", - წერს პროფესორი ფარლი.
2. სუ-27 Flanker და მისი მოდიფიკაციები
რუსული Су-27, (ნატოს კლასიფიკაციით „Flanker-B“) ორძრავიანი ზემანევრული რუსული გამანადგურებელია. იგი შეიქნა როგორც აშშ-ის მეოთხე თაობის გამანადგურებლების F-14 „ტომქეთის“ და F-15 „იგლის“ საპირწონე, რომლებსაც ჰქონდათ მოქმედების სიშორე 3, 530 კილომეტრი, თანამედროვე რთული ავიონიკა, მაღალი მანევრულობა და მძიმე აღჭურვა. სუ-27-ის თანამედროვე მოდიფიკაციებს თითქმის სრული სპექტრის საჰაერო საბრძოლო ოპერაციების შესრულება შეუძლიათ.
საბჭოთა საჰაერო ძალების მიერ სუ-27-ის გამოყენება დაიწყო 1985 წელს. მისი პირველადი ამოცანა იყო ამერიკული მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენებისგან შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვა, ავიამზიდებისგან საბჭოთა სანაპიროს დაცვა და საბჭოთა მძიმე ბომბდამშენების შორეული ესკორტირება.
არსებობს სუ-27-ის მრავალი მოდიფიკაცია: სუ-30 არის ორადგილიანი, ორმაგდანიშნულებიანი გამანადგურებელი ყველაამინდოვანი, ჰაერი-ჰაერი და ჰაერი-მიწა ამოცანების შესასრულებლად. სუ-33 (ნატოს კოდი: Flanker-D) არის ფლოტის საზღვაო ბაზირების თავდაცვითი გზაგადამჭრელი, გამოიყენება ავიამზიდებზე. შემდგომი ვერსიებია გამანადგურებელ-ბომბდამშენი (საფრონტო ბომბდამშენი) სუ-34 (ნატოს კოდი: Fullback) და საჰაერო თავდაცვითი გაუმჯობესებული გამანადგურებელი სუ-35 (ნატოს კოდი: Flanker-E).
"სუ-27 არასოდეს შესულა ბრძოლაში მეოთხე და 4.5 თაობის ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავებთან და, როგორც ჩანს არც F-22-თან ჰქონია ბრძოლა. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ იგი დიდ თავსატეხს გაუჩენს ისეთი თვითმფრინავების პილოტებს, როგორიცაა Eagle, Viper და Typhoon და პრობლემების შექმნას შეძლებს Raptor-ისთვისაც. რუსულ საჰაერო ძალებში შემუშავებული ტაქტიკის მიხედვით სუ-27 გამოიყენება მაღალი შეუმჩნევადობის მქონე გამანადგურებლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამაში მას ეხმარება შესანიშნავი მანევრირების სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს თავი დააღწიოს რაკეტების პირველი დარტყმის ჩემდეგ. უფრო მეტიც, სუ-27 საკმაოდ მძიმე და მიზანმიმართულია იმისათვის, რომ უძლიერესი დარტყმა მიაყენოს და გაუჩინარდეს მანამ, სანამ ნატოს გამანადგურებლები ჩაიგდებენ ხელში, " - ამბობს რობერტ ფარლი.
3. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400
კომპლექსი განკუთვნილია ბარიერების შემქმნელი თვითმფრინავების, რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის სისტემის მქონე თვითმფრინავების, მზვერავი თვითმფრინავების, სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების, ბალისტიკური რაკეტების, ჰიპერბგერითი მიზნებისა და საჰაერო თავდასხმის სხვა თანამედროვე და პერსპექტიული საშუალებების გასანადგურებლად.
"ისკანდერთან და სუ-27-თან ერთად ეს რაკეტები ძალიან გაართულებს ნატოს საჰაერო ძალების მოწმედებას კონფლიქტის პირველ დღეებში. რუსული სენსორული სისტემები გაცილებით ძლიერია ვიდრე ყველა იმ მოწინააღმდეგისა, რომელთანაც ნატოს უკანასკნელი 25 წლის მანძილზე მოუწია ბრძოლა. მოწინააღმდეგის ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტეის განადგრურება განსაკუთრებით რთული იქნება, " - ვკითხულობთ სტატიაში.
4. წყალქვეშა ნავი Akula
1973 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დაეწყოთ მუშაობა ახალ რაკეტმზიდ წყალქვეშა ხომალდზე რომელიც შეძლებდა P-39 (pcm-52)-ის გადაზიდვას და გამოყენებას. ამ კლასის პირველი ხომალდი, ТК-208 შეიქმნა 1976 წელს, წყალში საზეიმო ჩაშვება კი 1980 წელს მოხდა. ჩაშვებამდე წყალქვეშა ნავს წინა ბორტზე ზვიგენის გამოსახულება დაახატეს. მოგვიანებით ეს ნახატი გამოჩნდა ეკიპაჯის ფორმებზეც.
Akula თავის კონკურენტ, ამერიკულ ohaio–სთან შედარებით ერთი თვით ადრე გავიდა ზღვაში. 1981–1989 წლების განმავლობაში აიგო Akula–ს ტიპის 6 ხომალდი.
"ეს ყველაზე წყნარი და უხმაურო რუსული წყალქვეშა ნავია. მართალია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შესწევს ძალა ჩაძიროს რუსული წყალქვეშა ნავები, მაგრამ მანამდე ამ უკანასკნელებს შეუძლიათ უზარმაზარი ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს, " -ამბობს ფარლი.
5. სპეცრაზმი
"რუსული სპეცრაზმი, ცხადია არ არის "იარაღი" ამ სიტყვის ტექნიკური გაგებით, მაგრამ იგი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს რუსულ არსენალში. სპეცრაზმელები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ნებისმიერ კონფლიქტში, რომელსაც ნატოსთან შეიძლება ჰქონდეს ადგილი. და ეს როლი შეიძლება მანამდეც კი დაიწყოს, ვიდრე ჩრდლოატლანტიკური ალიანსი გააცნობიერებს, რომ კონფლიქტი დაწყებულია..." - წერს რობერტ ფარლი.