იარაღი და ტექნიკა 5 ყველაზე უცნაური საბრძოლო იარაღი - ომში ყველაფერი გამართლებულია... 2016, 18 აპრილი, 13:47 როგორც ნათქვამია, ომის დროს ყველა საშუალება გამართლებულია, განსაკუთრებით თუ ეს იარაღს ეხება. ასე მოევლინა სამყაროს საკმაოდ ორიგინალური და ხშირ შემთხვევაში სასარგებლო ეგზემპლარები. გთავაზობთ უკანასკნელი ასწლეულის მანძილზე შემუშავებული 5 ყველაზე უცნაური საბრძოლო იარაღის მიმოხილვას. ზოგიერთ მათგანი, როგორც უკვე ითქვა, საკმაოდ სასარგებლოა, ზოგი კი - უბრალოდ უცნაური და სასაცილოც კი.
1. კუთხიდან სასროლი იარაღი ![]() მოღუნული ლულის მქონე იარაღის შექმნის პირველი მცდელობა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში არსებობდა. უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს მსგავსი იარაღის შექმნაზე აქტიურად მუშაობდა როგორც სსრკ, ასევე გერმანია. ძირითადად ეს იყო ტყვიამფრქვევები, რომლებიც გამაგრებულ ადგილზე ან ტექნიკაზე იდგმებოდა. საცდელი ნიმუშები არც თუ ისე წარმატებულები გამოდგა. კონსტრუქტორები შეეცადნენ იარაღი მებრძოლის მუზარადზე მიემაგრებინათ, მაგრამ ამან არ გაამართლა, რადგან სროლის დროს უკუდარტყმის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ მსროლელს ძალიან დიდ ტრავმას აყენებდა. ამ მხრივ რევოლუციურ და ყველაზე წარმატებულ გადაწყვეტილებად იქცა XXI საუკუნეი ისრაელში მიერ შემუშავებული Corner Shot. მისი შემქმნელები იყვნენ ისრაელის სპეცრაზმის ორი ყოფილი ოფიცერი. იარაღი შედგება ორი ნაწილისგან - ბაზისა და მობრუნებადი პლატფორმისგან, რომელზეც მიმაგრებულია სასროლი მექანიზმი. იარაღი აღჭურვილია წინ მაღალი გაფართოების კამერით, უკან კი - დისპლეით, რაც საშუალებას აძლევს მსროლელს სრული სურათი მიიღოს საფარიდან გამოუსვლელად. ამჟამად იარაღი ჯერ კიდევ გადის გამოცდას სხვადასხვა ქვეყნის სპეციალურ ქვედანაყოფებში. 2. ქიმიური ნაზავები მოწინააღმდეგის დეზორიენტაციისთვის ![]() ასევე ცნობილია შემადგენლობა, სახელწოდებით "ჰუ მი", რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იქნა გამოგონებული ფრანგების მეირ პარიზში გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ. გოგირდის შემცველ აეროზოლს ჰქონდა საყოფაცხოვრებო და ფეკალური ნარჩენების აუტანელი სუნი. თუმცა მტრის გარდა იგი ყველას "იწირავდა", ვინც ახლომახლო იმყოფებოდა. ასე რომ, წინააღმდეგობის მებრძოლებმა მალევე უარი თქვეს ამ უცნაურ იარაღზე. 3. ყინულის გემები ![]() იდეას მსვლელობა მიეცა XX საუკუნის 40-იან წლებში. სწორედ მაშინ იქნა გამოგონებული პაიკრიტი (pykrete) — ყინულისა და ნახერხის ნაზავი, რომელიც ძნელად ლღვება. გამძლეობით ეს ახალი ნაზავი ბეტონს არ ჩამოუვარდებოდა. მის საფუძველზე იგეგმებოდა გემსაწინააღმდეგო ბარიერების მშენებლობა, ასევე გეგმავდნენ ჩრდილოეთ რეგიონებისთვის ავიამზიდებისა და გემების აგებას. აიგო კიდეც რამდენიმე საკმაოდ წარმატებული პროტოტიპი, მაგრამ გამოცდის მსვლელობისას გაირკვა, რომ ტორპედოს შესაჩერებლად ამგვარი ბარიერის კორპუსი ძალიან სქელი უნდა ყოფილიყო, რისთვისაც ძალიან ბევრი ნახერხი იყო საჭირო. ამჟამად პაიკერი ისევ ყურადღების ცენტრშია: სკანდინავიაში მისი გამოყენებით იგეგმება რამდენიმე სამოქალაქო შენობის მშენებლობა. 4. დანაღმული შინაური ცხოველები ![]() დღეისთვის კამიკაძე-ცხოველების საომარი მიზნით გამოყენება თითქმის აღარ ხდება და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის დაგმობილი. 5. მხტუნავი ბომბი ![]() მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსგავსი ბომბები აღარ წარმოებულა. 887 9-ს მოსწონს
|