x
image
natia.a
ნაცისტების საიდუმლო იარაღები, რომლებსაც მსოფლიო ისტორიის შეცვლა შეეძლო - ის, რაც დიდხანს დაფარული იყო
image
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მესამე რეიხის საიდუმლო ლაბორატორიებისა და საცდელი პოლიგონების აღმოჩენის შედეგად, მთელი მსოფლიო გაოცებული დარჩა იმის გაგებით, რომ ნაცისტური გერმანია ფარულად უამრავი სახეობის სასიკვდილო იარაღის შექმნაზე მუშაობდა.


აღმოჩენილი იქნა სუპერიარაღების პროექტები, რომელთა იდეა ფანტასტიკამდეც კი მიდიოდა და დღევანდელი ჰოლივუდის ბლოკბასტერებში წარმოდგენილ იარაღს თუ შეედრებოდა. ზოგიერთი მათგანი სრულიად რეალური და გამართლებული პროექტი იყო, რომელსაც იყენებდნენ კიდეც. ზოგი კი იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ ჩნდება კითხვა, რატომ ხარჯავდა გერმანიის ხელისუფლება მათზე ამდენ ფულსა და დროს. თუმცა ვინ იცის, ბევრი იარაღისა თუ მოწყობილობის იდეა, რომელიც დღეს ჩვენთვის ჩვეულებრივია, სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ალბათ ასეთივე "გიჟურად" მოეჩვენებოდათ.


1.V-1 Reichenberg
image

ფაუ-1, "მფრინავი რაკეტა", რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ბალისტიკური რაკეტის წინამორბედი იყო - მას გააჩნდა ერთგვარი ავტოპილოტი და მიზანში ამოღების ფუნქცია. თავიდან აღნიშნული თვითმფრინავი უპილოტო იყო, მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა, ერთადგილიანი კაბინის დამონტაჟება. თვითმფრინავი-რაკეტის პილოტები პრაქტიკულად კამიკაძეები გამოდიოდნენ: მათ ხელი უნდა მოეწერათ სპეციალურ საბუთზე, რომელიც ადასტურებდა, რომ პილოტებს გააზრეული ჰქონდათ ის, რომ დავალება, რომელზეც მიდიოდნენ, თვითმკვლელობის ტოფასი იყო.


2. საზენიტო რაკეტმტყორცნი (Fliegerfaust)
image

წარმოიდგინეთ ჰატლინგის ტყვიამფრქვევი 9 ლულით, და რომ ყველა ლულა ტყვიის მაგივრად რაკეტებს ისვრის. "საჰაერო მუშტის" სახელწოდებით ცნობილი ამ რაკეტმტყორცნის სროლის მანძილი 460 მეტრი იყო და მხოლოდ დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების ჩამოგდება შეეძლო. ალბათ იმის გამო, რომ აღნიშნული იარაღი არც თუ ისე კარგად მუშაობდა, იგი მხოლოდ რამდენიმე ათეული ექსპერიმენტული ნიმუშის სახით გამოვიდა.



3. რაკეტები А9/А10 – ფაუ-3
image

ეს "ტრანსტლანტიკური" ბალისტიკური რაკეტა, რომლის შემუშავება დაიწყო 1940 წელს, განკუთვნილი იყო ამერიკული ქალაქების დასაბომბად. А9/А10-ის მხოლოდ ორ შედარებით წარმატებულ გამოცდას ჰქოდა ადგილი, თუმცა მაშინაც ფრთის დაზიანება მოხდა ჩამოფრენისას. 1943 წელს პროექტი გაჩერდა. ყველა ძალა გადამისამართებული იქნა ფაუ-2-ის შექმნაზე.


4. ხმის ზარბაზანი

image

ზარბაზანი, რომელიც განკუთვნილი იყო ინფრახმოვანი ტალღებით მოწინააღმდეგის განადგურებისთვის, ნაცისტი მეცნიერების წარმატებული პროექტების როცხვში ნამდვილად ვერ შევა. დაბალი სიხშირეების გავლენით ყველაზე მეტად თავად იარაღის პერსონალი ზარალდებოდა (გონის დაკარგვა, პანიკის შეტევები). ამას გარდა, თოფი არ იყო შორი მანძილისთვის განკუთვნილი: 50 მეტრს ვერაფრით გადააჭარბეს, რის გამოც უარი თქვეს აღნიშნულ იარაღზე. დღეისთვის შემორჩენილია აკუსტიკური ზარბაზნის მხოლოდ ერთი საცდელი ეგზემპლარი.

5. Heinkel He 162
image

1944 წელს დაპროექტებული და ამავე წელს წარმოებაში ჩაშვებული Не 162 ოდნავ ნაკლებად გიჟური პროექტი იყო, ვიდრე V-1 Reichenberg. საჰაერო ხომალდი ხის ფრთებით განკუთვნილი იყო გამოუცდელი პილოტებისთვის, თუმცა სამართავად ჩვეულებრივზე რთული აღმოჩნდა. სულ 120-მდე ეგზემპლარი იქნა დამზადეული, რომელთა დიდი ნაწილი გამოცდის დროს განადგურდა.



6. Schwerer Gustav (სქელი გუსტავი)
image

"სქელი გუსტავი" და "დორა" (პროექტის შემმუშავებელი ფირმის დირექტორისა და მისი მეუღლის პატივსაცემად დარქმეული სახელწოდებები) წარმოადგენდა უნიკალურ სარკინიგზო საარტილერიო იარაღს. "დორა" წარმატებით იქნა გამოყენებული სევასტოპოლის აღების დროს, 1942 წელს. იყო მცდელობა აღნიშნული იარაღი უფრო მობილური გაეხადათ, მაგრამ 1500 ტონიანი "მონსტრის" ამოძრავება არც ისე ადვილი აღმოჩნდა.


7. Panzer VIII Maus
image

ფერდინანდ პორშეს მიერ დაპროექტებული "მაუსი" წარმოადგენდა სუპერმძიმე ტანკს, რომელიც ნებისმიერ გერმანულ ტანკზე 3-ჯერ მძიმე იყო. უზარმაზარი წონის გამო (188 ტონა) ტანკს არ შეეძლო ხიდებზე გადასვლა, მაგრამ შეეძლო 13 მეტრის სიღრმეზე წყალქვეშ გადაადგილება. ნაცისტებმა იგი მასიურ წარმოებაში მაინც ვერ ჩაუშვეს, საგამოცდო ნიმუშები კი მეკავშირეებმა ჩაიდეს ხელში.


8. Horten Ho 229
image

Но 229 იყო პირველი ტურბორეაქტიული თვითმფინავი, რომელიც აგებული იყო აეროდინამიური სქემის - "მფრინავი ფრთის" მიხედვით. თავისი ფორმის წყალობით ბომბდამშენი ნაკლებად ხილული იყო იმ დროინდელი რადარებისთვის და შეეძლო მოწინააღმდეგის გამანადგურებლებისგან შეუმჩნევლად ბრიტანეთის სანაპიროებამდე მიღწევა. თუმცა აღნიშნული პროექტის მხოლოდ სამი ნიმუში იქნა შექმნილი, რომლებმაც რეალურად გავლენა ვერ მოახდინა ომის მსვლელობაზე.


9. მოღუნულლულიანი იარაღი
image

იარაღი, რომლის ლულა მოღუნული იყო 30, 45 ან 90 გრადუსით, საშუალებას აძლევდა გერმანელ ქვეითებსა და ტანკებს სხვადასხვა მიმართულებით ესროლათ. სპეციაურად დამონტაჟებული სარკეების საშუალებით ვერმახტის ჯარისკაცებს შეეძლოთ ტანკიდან თავის გამოყოფის გარეშეც ესროლათ. ამ "გენიალურმა" იარაღმა ფართე გავრცელება ვერ ჰპოვა, რადგან ხშირად ფუჭდებოდა.


10. მზის თოფი
image

მართლია, ეს იდეა კომიქსების სუპერ-ბოროტი გმირის საკადრისი უფროა, მაგრამ გერმანიის მაშინდელი ხელისუფლება მას სრული სერიოზულობით განიხილავდა. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ აეშენებინათ ორბიტული სადგური, რომელზეც განთავსებული იქნებოდა უზარმაზარი სარკე. სარკეს უნდა შეეკრიბა მზის სინათლე და მისი ანარეკლით გაენადგურებინა მტერი პირდაპირ კოსმოსიდან.

1
2414
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2414
  
2019, 5 იანვარი, 11:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1