იარაღი და ტექნიკა ტერორისტების საყვარელი იარაღი, რომელიც მსოფლიოს იპყრობს - რა უპირატესობა აქვს "კარლ-გუსტავს" 2016, 20 ივნისი, 15:38 შვედური პისტოლეტი-ტყვიამფრქვევი "კარლ გუსტავი" პალესტინელი ტერორისტების საყვარელ იარაღად იქცა წარმოების სიმარტივის გამო. ისრაელის პოლიციის შეფასებით, იუდეასა და სამარიის არაბულ ქალაქებში (იორდანის დასავლეთ სანაპიროზე), ბევრი სახელოსნო არსებობს, სადაც ამ იარაღს ამზადებენ. 8 ივნისს თელ-ავივის სავაჭრო ცენტრ "სარონაში" ორი არაბის მიერ მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, მასმედიაში უკვე დაიწყო ლაპარაკი აღნიშნულ იარაღზე, რადგან სწორედ კუსტარულად ნაკეთები "კარლ-გუსტავით" იყო შეიარაღებული ერთ-ერთი ტერორისტი (სხვა მონაცემებით, ეს იარაღი ორივე ტერორისტს თან ჰქონდა). მართალია, ეს იარაღი არასაიმედოდ და პრიმიტიულად ითვლება, ტერორისტების მიზნებისთვის იგი სრულიად საკმარისია. შვედური პისტოლეტი-ტყვიამფრქვევი შემუშავებული იყო 1945 წელს. ლიცენზიით იწარმოებოდა ასევე ეგვიპტესა და პარაგვაიში. გავრცელებული თვითნაკეთი მოდელები იწონის 3, 3, კგ-ს და აღჭურვილია 36 ვაზნიანი მჭიდით, თუმცა არსებობს სხვა მოდელებიც. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების მონაცემებით, "კარლ-გუსტავი" შავ ბაზარზე ღირს ორი ათასი შეკელი (500 ევროზე ნაკლები). შედარებისთვის, ვიტყვით, რომ М-16 ღირს 60 ათასი შეკელი. "კარ-გუსტვის" კუსტარულ წარმოებაზე მიდის ნებისმიერი დეტალი, წყლის მილებიდან დაწყებული, ავტონაწილებით დასრულებული, ამიტომ, ბოლო დროს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების არალეგალური წარმოება დასავლეთ სანაპიროზე განსაკუთრებით აყვავების პროცესშია. ეს სერიოზულ პრობლემად იქცა უსაფრთხოების სამსახურებისთვის, რადგან ამ მოვლენასტან საბრძოლველად საჭირო ხდება სულ უფრო მეტი სახელოსნოს ლიკვიდაცია, რაც გაცილებით უფრო ძნელი საქმეა, ვიდრე უცხოეთიდან კონტრაბანდული გზით შემოტანილი იარაღის მთელი პარტიის ამოღება. ჯერ კიდევ ამა წლის მარტში ისრაელის მედია წერდა პალესტინელი ტერორისტების ამ ახალი იარაღის შესახებ. აღნიშნული იყო ისიც, რომ მხოლოდ ისინი არ იყენებენ ამ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს. კუსტარული წარმოების "კარლ-გუსტავი" ყველგან გვხვდება, უკრაინიდან და ხორვატიიდან დაწყებული, ბრაზილიითა და ავსტრალიით დასრულებული. მას იყენებენ როგორც ტერორისტები, ასევე ყაჩაღები. ამგვარი თითნაკეთი იარაღის წარმობის კვალის მიკვლევა ძალიან ძნელია, რადგან ის დეტალებზე არანაირი ნიშანი და სერიული ნომერი არ არის. თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა არაბულ ქვეყნებში კიდევ უფრო გააძლიერა უცნობი წარმოშობის "კარლ გუსტავთან" ბრძოლა. 575 8-ს მოსწონს 1-ს არა
|