x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თევზის შეწვა ფხების გარეშე. პატარა საიდუმლო!

თევზის შეწვა ფხების გარეშე.

ადამიანების უმრავლესობას არ უყვარს შემწვარი თევზიდან წვრილი ფხების გამორჩევა! ხოლო თუ საქმე ბავშვის კვებას ეხება, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება და თევზის გარჩევა, უფრო დიდი ყურადღებით არის საჭირო. მაგრამ, არის თევზის შეწვის ხერხი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, თევზს წვრილი ფხები უქრება. ამ რეცეპტის გამოყენება ყველა სახის თევზის შეწვისას შეიძლება:

1. გაასუფთავეთ თევზი.

2. ბასრი დანით, ფრთხილად დასერეთ თევზის ორივე გვერდი (იხ. ფოტოზე), ისე რომ, ხერხემალი არ გადაჭრათ.
3. მუცლის ღრუში მოათავსეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და დაფნის ფოთოლი.

4. ზემოდან მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნები.

5. ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში, დაბალ ცეცხლზე.

თევზის ფხები მდუღარე ზეთში დარბილდება ან საერთოდ შეიწვება და მათ არსებობას ვეღარ იგრძნობთ.

0
4944
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4944
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0