კომპიუტერები და პროგრამები ფერის შერჩევითი კორექცია: Variations და Selective Color. მარტივი კორექციები (Photoshop CS 4 & 5) 2015, 6 სექტემბერი, 9:51 ხელსაწყო Variations (ვარიანტები), მენიუდან Image/Adjustments, გამოიყენება გამოსახულების ფერისა და ტონის კორექციისთვის იმ შემთხვევაში, თუ ფერი დაბალანსებულია და რადიკალურ კორექციას არ საჭიროებს. გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას ხელსაწყოს სადიალოგო ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში მოთავსებულია ორი გამოსახულება: საწყისი – Original და შედეგი – Current Pick. კორექციის დაწყების წინ, ორივე გამოსახულება ერთნაირი უნდა იყოს. თუ ერთნაირი არ არის, უნდა დავაწკაპუნოთ Original გამოსახულებაზე. სადიალოგო ფანჯრის უდიდესი ნაწილი უკავია ველს, რომლის ცენტრში მოთავსებულია გამოსახულების მიმდინარე ფერი, ხოლო მის ირგვლივ განლაგებულია გამოსახულებები სხვადასხვა ფერის დანამატებით. ეს არის ძირითადი ფერები ფერთა წრიდან და რომელიმე ფერის გამოსახულებაზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ცენტრში მდებარე გამოსახულებას ემატება არჩეული ფერის ტონი. ხელსაწყოს საფუძვლად უდევს დაპირისპირებული ფერების თეორია და ერთი ფერის გაძლიერებით, კლებულობს ამ ფერის დაპირისპირებული ფერის რაოდენობა.
********************************************************************************************************************************** პოლიგრაფიული ბეჭვდვის დროს, ნებისმიერი ფერი ოთხი საღებავის სხვადასხვა რაოდენობით შერევის გზით მიიღებ. მაგ., მწვანე ფერის მისაღებად, საჭიროა თითქმის თანაბარი რაოდენობის ცისფერი და ყვითელი საღებავების შერევა (ნახ. „საღებავების % წილები ფერებში“). თუ ამ საღებავების პროცენტული წილები დაირღვა, მწვანე ფერისგან განსხვავებული ფერი მიიღება. ე. ი. ფერის შესაცვლელად, საჭიროა ცვლილების შეტანა იმ საღებავების რაოდენობაში, რომელთა შერევითაც აღნიშნული ფერი მიიღება. ერთი კონკრეტული ფერის საღებავის პროცენტულ შემადგენლობაში ცვლილების შეტანა, არანაირ გავლენას არ ახდენს სხვა ფერის საღებავების ხვედრით წილებზე. ანალოგიური პრინციპით მუშაობს ხელსაწყო Selective Color (ფერის შერჩევითი კორექცია), მენიუდან Image/Adjustments, რომლის სადიალოგო ფანჯრის Colors ველის ჩამოსაშლელ მენიუში მოცემულია ყველა ძირითადი ფერი (ნახ. „ Selective Color ხელსაწყოს“): Reds (წითელი), Yellows (ყვითელი), Greens (მწვანე), Cyans (ცისფერი), Blues (ლურჯი), Magentes (მეწამური), Whites (თეთრი), Neutrals (ნაცრისფერი) და Blacks (შავი). ამ მენიუდან რომელიმე ფერის ამორჩევის შემდეგ, შესაძლებელია გამოსახულებაზე აღნიშნული ფერის დიაპაზონის კორექცია, ველის ქვემოთ მოცემული ბერკეტიანი ველების საშუალებით. ისე როგორც პოლიგრაფიაში, აქაც, არჩეული დიაპაზონის საკორექციოდ ოთხი ძირითადი (ცისფერი, მეწამური, ყვითელი და შავი) „საღებავი“ არის მოცემული. ბერკეტების გადაადგილების დიაპაზონები -100%-დან +100%-მდეა. ამ ხელსაწყოს, Color Balance ხელსაწყოს მსგავსად, საფუძვლად უდევს დაპირისპირებული ფერების თეორია. თავდეპირველად ყველა ბერკეტი ნულოვან ნიშნულებზე დგას. მარჯვნივ გადაწევუის შემთხვევაში, ე. ი. დადებითი მაჩვენებლების დროს, იზრდება მოცემული საღებავის ხვედრითი წილი ფერში, ხოლო ბერკეტის მარცხნივ გადაადგილების შემთხვევაში, უარყოფითი მაჩვენებლების დროს, მცირდება ამ საღებავის რაოდენობა ფერის დიაპაზონში და იზრდება მოცემული ველის ფერის დაპირისპირებული ფერის რაოდენობა (ნახ. „საღებავების ხვედრითი წილების ცვლილება“). შავი ფერის ბერკეტიანი ველი გამოიყენება კონტრასტის დასაბალანსებლად არჩეული ფერის დიაპაზონში. I. შეფარდებითი – Relative რეჟიმში კორექციის დროს (2), ცვლილების დონე წარმოადგენს, შეტანილი ცვლილების პროცენტულ წილს, საღებავის საწყისი პროცენტული შემადგენლობიდან CMYK მოდელში. მაგ., თუ საღებავის საწყისი პროცენტული შემადგენლობა ფერში არის 70% და მის რაოდენობას შევამცირებთ (გავზრდით) 10% -ით, საღებავის პროცენტული შემადგენლობა შეიცვლება 7%-ით (70% -ის 10% არის 7%). 91 4-ს მოსწონს
|