კომპიუტერები და პროგრამები ფერის კორექციის მარტივი ხელსაწყოები: Color Balance, Vibrance და Threshold. მარტივი კორექციები (Photoshop CS 4 & 5) 2015, 6 სექტემბერი, 9:12 ხელსაწყო Color Balance (ფერის ბალანსი), მენიუდან Image/Adjustments, გამოსახულების ფერის დასაბალანსებლად გამოიყენება. მას საფუძვლად უდევს ფერთა წრე და ურთიერთდაპირისპირებული ფერების თეორია. გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას
********************************************************************************************************************************** ხელსაწყო Vibrance (ვიბრაცია), მენიუდან Image/Adjustments, გამოიყენება გამოსახულების ფერის გაჯერებულობის დასარეგულირებლად. მის სადიალოგო ფანჯარაში ორი ბერკეტიანი ველია (ნახ. გამოსახულების კორექცია Vibrance ხელსაწყოს გამოყენებით): Vibrance და Saturation. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ Saturation პარამეტრი სწორხაზოვნად მოქმედებს და ყველა პიქსელის გაჯერებულობას ერთნაირად ამაღლებს (1) ან ამცირებს. მისგან განსხვავებით, Vibrance პარამეტრი გამოსახულებას საკორექციო დონეებად ყოფს: ნეიტრალური ტონები (თეთრი, ნაცრისფერი, ყავისფერი, ბეჟი და შავი) უცვლელი რჩება, ნაკლებად განიცდის კორექციას მაღალი გაჯერებულობის ფერები და უფრო ძლიერია ზემოქმედების შედეგი დაბალი გაჯერებულობის ფერებზე (2). ამრიგად, ეს პარამეტრი იცავს გამოსახულებას ზედმეტი გაჯერებულობისა და ფერის ტონალობის დაკარგვისაგან. გარდა ამისა, მასში გათვალისწინებულია კანის ფერის დაცვის მექანიზმი, რაც ადამიანის კანს, კორექციის დროს, იცავს ზედმეტი გაჯერებულობისგან. ბერკეტების გადაადგილების დიაპაზონები -100-დან + 100-მდეა.
********************************************************************************************************************************** ხელსაწყო Threshold (ზღურბლი), რომლის სადიალოგო ფანჯარა ეკრანზე გამოდის ბრძანებით: მენიუ Image > Adjustments > Threshold (გამოსახულება >კორექცია > ზღურბლი), გამოსახულებას წარმოადგენს ორი ფერის გრადაციაში: ყველა პიქსელი ან თეთრია ან შავი. სადიალოგო ფანჯარაში მხოლოდ ერთი ბერკეტიანი ველია ჰისტოგრამით: ავტომატურ რეჯიმში, ბერკეტი ველის ცენტრში დგას და ფერის სპექტრალურ დიაპაზონში მისი მნიშვნელობა 128 – ს ტოლია. ეს არის ზღვრული მნიშვნელობა თეთრსა და შავ პოქსელებს შორის. ამ მაჩვენებელზე დაბალი სიმკვეთრის პიქსელები იღებს შავ ფერს, ხოლო მაღალი სიმკვეთრის პიქსელები – თეთრს. ბერკეტის მარჯვნივ ან მარცხნივ გადაწევის შემთხვევაში, იცვლება შავი და თეთრი პიქსელების ბალანსი გამოსახულებაზე. ამ მეთოდით მიღებული გამოსახულების ტონირების შემდეგ (იხ. Hue/Saturation), მიიღება ე. წ. „პოპ არტ“ ეფექტი. ორფეროვანი გამოსახულების გარდა, აღნიშნული ხელსაწყოს გამოყენებით, შესაძლებელია სილუეტების გაკეთება. ხოლო ფოტოშოპში სილუეტის მისაღებად, Threshold ხელსაწყოს ბერკეტი უნდა გადავწიოთ უკიდურეს მარჯვენა კიდეში. 68 5-ს მოსწონს
|