x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 ფასდაუდებელი რჩევა, რომელიც თქვენს საყვარელ ნივთებს ,,სიცოცხლეს" გაუხანგრძლივებს

1. მოქსოვილი სამოსი რომ არ «იკბინებოდეს» და არ აიბურძგვნოს: ხმარებამდე, მოათავსეთ პარკში და შედეთ საყინულეში 10 სთ-ს მანძილზე. შემდეგ, ჩადეთ თბილ წყალში, რომ «გადნეს». ნართიც დარბილდება და ზემოთ აღნიშნული პრობლემებიც არ შეგაწუხებთ.

image


2. სიგარეტის ან ნებისმიერი სხვა სუნი რომ მოაცილოთ სამოსს, უნდა შეურიოთ არაყი წყალს: 1 წილი არაყი - 3 წილი წყალი და პულვერიზატორით მიაპკუროთ ნივთებს. სუნი მაშინვე გაქრება.

15 ფასდაუდებელი რჩევა



3. ტანსაცმლიდან ტონალური კრემის მოსაცილებლად, გარეცხვის წინ, პრობლემური ადგილი, საპარსი ქაფით ან კრემით დაამუშავეთ.

15 ფასდაუდებელი რჩევა



4. ტუჩის საცხის ლაქის მოცილება კი, თმის ლაკით არის შესაძლებელი: ლაქას უნდა დაასხათ ლაკი, გააჩეროთ რამოდენიმე წუთი, წყლით ამორეცხეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მოათავსეთ სარეცხ მანქანაში.

15 ფასდაუდებელი რჩევა




5. ზამშის ფეხსაცმელის გაწმენდა შეიძლება ფრჩხილების რბილი ქლიბით.

15 ფასდაუდებელი რჩევა


6. თოვლისა და მარილის ლაქების მოცილება ტყავის ფეხსაცმლიდან, შესაძლებელია წყლისა და ძმრის ნაზავით: წყალი 2 წილი - ძმარი 1 წილი. დაასველეთ ძმრიან წყალში კბილის რბილი ჯაგრისი და დაამუშავეთ პრობლემური ადგილები.

15 ფასდაუდებელი რჩევა



7. ლაქირებულ ფეხსაცმლზე გაკაწრული ადგილების აღსადგენად, გამოიყენება ვაზელინი, ხოლო მისთვის ძველებური იერსახის დასაბრუნებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფანჯრის საწმენდი საშუალება.

15 ფასდაუდებელი რჩევა



8. იგივე პრობლემის (ნაკაწრი, გაცვეთა) მოგვარება ტყავის ფეხსაცმელებთან დაკავშირებით, შეიძლება კანის დამატენიანებელი ლოსიონით: აიღეთ ხელსახოცი ან პატარა ზომის ქსოვილი, დაასველეთ მცირე რაოდენობის ლოსიონში და გადაუსვით ფეხსაცმელს. გაწმენდის შემდეგ, ძველი ფეხსაცმელი, ახალივით იქნება.

15 ფასდაუდებელი რჩევა



9. თუ ნემსი და ძაფი არა გაქვთ, ნახევრად აწყვეტილი ღილის დამაგრება, ფრჩხილის უფერო ლაქით შეიძლება.

15 ფასდაუდებელი რჩევა



10. უფერო ლაქი, კიდევ ერთი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. თუ სათვალეზე ხრახნი დაეშვა, მისი დროებითი გამაგრება, ლაქით შეიძლება.

15 ფასდაუდებელი რჩევა



11. ამ სახის თეთრეულის მოხმარების შემთხვევაში, რკინებმა რომ არ შეგაწუხოთ, შეგიძლიათ მის თავში და ბოლოში, წებოვანი პლასტირი მიაწებოთ.

15 ფასდაუდებელი რჩევა



12. ახლადგაჩენილი ცხიმიანი ლაქის მოცილება ჭურჭლის სარეცხი საშუალების წასმითა და ქსოვილის მოსრესვით შეიძლება. ცხიმიანი ლაქის მოცილების კიდევ ორი საშუალება არსებობს: ლაქას უნდა დააყაროთ სუფრის მარილი ან წაუსვათ ცარცი. 1 სთ. ასე გააჩერეთ და შემდეგ გადაბერტყეთ.

15 ფასდაუდებელი რჩევა



13. გაჭედილი ელვა-შესაკრავის ასამუშავებლად, ვაზელინში ამოვლებული ბამბიანი ჩხირი გაუსვით ელვის პრობლემურ, უძრავ და მოძრავ ადგილებზე.

15 ფასდაუდებელი რჩევა



14. ტანსაცმელზე ოფლის ლაქების მოცილება ორი ხერხით არის შესაძლებელი:

I. ლაქა ლიმონიანი წყლით უნდა ამორეცხოთ.

II. ლაქას უნდა დაასხათ სოდიანი წყალი, გააჩეროთ ცოტა ხანი, ხოლო შემდეგ გარეცხოთ.

15 ფასდაუდებელი რჩევა



15. სპორტულ ფეხსაცმელში სუნის ნეიტრალიზებისთვის, სჭიროა შიგნით ცოტაოდენი პურის სოდის ჩაყრა, რომ სუნი შეიწოვოს, ხოლო შემდეგ, ფეხსაცმლი კარგად უნდა გამობერტყოთ.

15 ფასდაუდებელი რჩევა


6
10995
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10995
  
2016, 11 ოქტომბერი, 21:51
კაი რჩევებიაა
2016, 11 ოქტომბერი, 21:50
მადლობააა
2015, 7 სექტემბერი, 14:39
მადლობა თქვენ, შეფასებისთვის
2015, 7 სექტემბერი, 14:33
მადლობა
2015, 7 სექტემბერი, 11:39
ძალიან გამოსადეგი რჩევებია, მადლობა.
2015, 7 სექტემბერი, 11:15
ლალი გავაზიარე
0 1 6