x
image
Lady in blue
"ყველა ქალს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ერთმანეთს შეუთავსოს სამსახური და ოჯახი" - მარიამ საჯაია

imageპარლამენტის წევრი მარიამ საჯაია სოციალურ ქსელში პარლამენტში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. საჯაია ეხება ქალის მიერ სამსახურსა და ოჯახს შორის არჩევანის გაკეთების სირთულეს და ორგანიზაციებში საბავშვო კუთხეების შექმნის ინიციატივით გამოდის.

"ბუკას პარლამენტში სტუმრობის ამბავი
მთელი ორი კვირა ერთმანეთი არ გვყავდა ნანახი. ბუკა მამასთან ისვენებდა. მე - მთებში. 31 აგვისტოდან ბრუნდებოდა ჩემთან.
ბუკა 5 წლისაა. სკოლამდელში მიდის წელს, 14 სექტემბრიდან იწყება სწავლა. სესია დაინიშნა, მე სამსახურში უნდა წავიდე. არჩევანი სამსახურს და ბავშვს შორის დგას, როგორც ჩანს, რადგან “დამტოვებელი” არავინაა. ძიძა არ გვყავს; დედაჩემი, რომელიც სხვა დროს სესიების მიმდინარეობისას უვლის ბუკას, ტრავმირებულია და სამეგრელოშია; მამა და ბებია მუშაობენ, მთელი დღე ვერც ვერავინ დაიტოვებს, როცა ბაღი არ არის.
Think outside the box, ასე მივედი გადაწყვეტილებამდე smile emoticon მოცემული ალტერნატივებიდან, სამსახურს და ოჯახს შორის, არჩევანი იყო არცერთი და ორივე. ორივე მნიშვნელოვანია. ბუკა ჩემთან ერთად მოდის! უპრობლემოა, თავის მისახედ-გასართობს იპოვის, თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი. მუშაობაში ხელს არ მიშლის, სამსახურშიც არ მექმნება პრობლემა. ანუ გამოვიდა სამსახურისა და ოჯახის შეთავსება.
თუმცა ასეთი შესაძლებლობა ბევრს არ ეძლევა, საქართველოში ეს პრობლემა მწვავედ დგას. მშობლები, განსაკუთრებით კი ქალები ხშირად დგებიან, საქმიანობასა და ოჯახს შორის არჩევანის წინაშე და ხშირ შემთხვევაში, სრულიად გასაგები მიზეზით არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ კეთდება. შედეგად, ხშირ შემთხვევაში, ვიღებთ სოციალურად პასიურ, ეკონომიკურად დამოკიდებულ, უმნიშვნელოდ ქცეულ ქალს. ამას ჯაჭვურ რეაქციაში მოყვება მთელი რიგი გენდერული დისკრიმინააციის უბედურებები, ფემიციდით დასრულებული.
ცხადია, არ ვამტკიცებ, რომ მხოლოდ ეს გარემოება არის გენდერული დისკრიმინაციის საფუძველი. არც იმას ვამტკიცებ, რომ არჩევანი არ უნდა იყოს ოჯახი. არჩევანი თავისუფალია. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ყველა ქალს ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილის და ამგვარი არჩევანის შემთხვევაში ერთმანეთს შეუთავსონ სამსახური და ოჯახი. ერთ-ერთი გარემოება, რომლითაც შესაძლებლია ხელი შეეწყოს ამ პროცესს, არის სამსახურებში საბავშვო სივრცეების მოწყობა.
მარტივია..." - წერს პარლამენტარი.

0
72
4-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0