x
image
Lady in blue
"ნიჭიერის" გამარჯვებულის მიმართვა საზოგადოებას

imageპროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებული თემო არაბიძე საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"მართლა არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ ვიცი რომ უნდა დავიწყო, მადლობა
სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს ვინც მხარი დამიჭირა, საოცარი
ფინალი იყო, ყველა კონკურსანტი იმსახურებდა გამარჯვებას, მართლაც რომ
ღირსეულები იყვნენ და თითოეული მათგანი ნამდვილად რომ იმსახურებდა
გამარჯვებას, ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება, საოცარი შეგრძნებაა
ემოციებით ავივსე, რთულია დაწერო, ენით წარმოსთქვა, ყველანაირად რთულია
გადმოსცე თუ რა დიდი სიხარულია ეს!ნახევარფინალის შემდეგ ძალიან დიდ
მხარდაჭერას ვგრძნობდი საზოგადოების
მხირდან, იმდენი პოზიტივი იყო ნეგატივი ძლივსღა სუნთქავდა!მადლობა უფალს ამ
ყველაფრისათვის. მე და ქეთიმ ეს შევძელით!ფინალის შემდეგ გამოვედით თუ არა
გარეთ, უამრავი მეგობარი, ახლობელი ნაცნობი თუ უცნობი გველოდებოდა, მგონი
ჩვენზე მეტად გაუხარდათ ჩვენი წარმატება, მილოცვები მივიღეთ და ქეთისთან
წავედით დაგვლოცეს ფეიერვერკისფონზე დავასრულეთ, დავემშვიდობე ქეთის და
წავედით სახლში და კარის გაღებისას დავინახე კარზე გაკრული მოლოცვის
სტიკერები, გამიხარდა ძალიან და მადლობა იმ კეთილის მსურველს და იქნებ
გამომეხმაუროს მაინტერესებს ნეტა ვინ იყო?!
მადლობა ქალბატონ სანდრა რულოვს (ჩემს არაბიოლოგიურ დედას)უდიდესი მადლობა
ჩემს ქალაქს, მადლობა თერჯოლას და ყველა
თერჯოლელს, მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს, ჩემს ემიგრანტ მეგობრებს Goga
Gogilashvili, ნათესავებს, ჩემს საამაყო გვარს, სამედიცინო უნივერსიტეტს,
ჩემს მოძღვარს მამა სპირიდონს, მამა ქრისტეფორეს და ქაშვეთის ეკლესის
მოძღვარს მამა ელიზბარს და მათ მრევლს!ტელევიზია რუსთავი2-ს, რუსთავი2-ის
შემოქმედებით ჯგუფს, ჩვენს სპონსორებს, ყველას განსაკუთრებული მადლობა
რთულია დაატიო ამდენი მხარდამჭრი ამ პოსტზე და კიდევ ერთხელ უღრმესი
მადლობა ყველას!!! და ბოლოს განსაკუთრებული მადლობა თერჯოლის #1 საბავშვო
ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს და ბაღის გამგეს ინეზა ფანჩულიძეს, რატო?
დედაჩემს მან დაბადების დღე და ჩემი გამარჯვება საფლაზე გასვილით
მიულოცა, ეს დედაჩემის კოლექტივია, თვალცრემლიანი მილოცავდნენ ამ წარმატებას
და არამარტო ეს კოლექტივი, თითქმის ყველა სიხარულისგან ტიროდა. ვინაც კი
დამირეკა სიხარულის ცრემლებით მილოცავდნენ, მგონი საქართველოში მცხოვრებმა
ყველა მეორე ადამიანმა მომილოცა.ვამაყობ თქვენით, მადლობა უფალს ამ
ყველაფრისათვის!!!

0
388
6-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0