საზოგადოება "ვაჟა მანიას თემა სხვა რამეა" - გურამ ოდიშარია ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობს 2014, 24 ივლისი, 21:22 კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია დღეს ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს გამოეხმაურა. ტელეწამყვანმა ასეთი პოსტი მიუძღვნა სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრის პოსტზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურის წარდგენას: "კულტურის სამინისტროში დაგეგმილი ცვლილებები სავარაუდოდ აღარ დატოვებს ვაჟა მანიას დაუფინანსებელს, იმიტომ რომ მიშასაც და კახასაც კარგად ესმით მანიას ფასი, დააფინანსებენ არა დანესტილ პროექტებს არამედ გააჯაზებენ ბოლომდე:) არ დაჭირდებათ იმის ახსნა რა ღირებულება აქვს, რასაც უშიკიშვილი აკეთებდა, ან იმის რომ ნიკა რაჭველი მოვლენაა და უნდა მოვუაროთ და არა პირიქით! სამინისტრო ნამდვილად კულტურული გახდება და სელფად არ აქცევენ კომუნისტურ საპირფარეშოს! მოკლედ მაგარი ამბავია რა!"
"ძვირფასო ნანუკა, რა კარგია, საფეისბუკო დრო რომ გამიჩნდა, მართალია, მცირე, მაგრამ მაინც. ახალი კულტურის მინისტრი მართლაც ახალი ენერგიაა და მე მას წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.ვისაუბრეთ გუშინ. კარგად ვისაუბრეთ. 42 3-ს მოსწონს
|