x
image
Lady in blue
"პარლამენტის დედა უნთებს მწვანე შუქს ძალადობას"- გოგი გვახარია
imageინომცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

"ქვეყანა, რომლის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ადამიანისთვის შუბლის გახვრეტას ამართლებს:(
მოზრდილ თაობას ემახსოვრება ზურა ჭავჭავაძის მისამართით ნათქვამი "გაგიხვრიტავ შუბლს!". ტოტალურ ძალადობამდე ცოტა ხნით ადრე ნათქვამი ფრაზა
ჭიკაიძემ როგორ უნდა უშველოს კრიმინალს, როცა მთლად პარლამენტის დედა უნთებს მწვანე შუქს ძალადობას?
ითმინეთ ახლა ქ-ნო მანანა ეს სიტყვები და თუ თქვენი ნათესავები შუბლს გაგვიხვრიტავენ, ისღა გვრჩება თავი დავიმშვიდოთ, რა მნიშვნელობა აქვს როდის მოკვდები ამ ქვეყანაში." - წერს გვახარია.

მანანა კობახიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელსაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

""მინდა გამოვეხმაურო ირინას (სარიშვილი) სტატიას, სრულად ვეთანხმები მას, ზოგჯერ მართლაც ამაზრზენია ის, რაც სოციალურ ქსელში ხდება ზოგიერთების, მართლაც არაკაცების და გნებავთ, არაქალების მხრიდან.
აქვე, ვიტყოდი, რომ გასაგებია პოლიტკოსებს თმენის ვალდებულება გვაქვს, გასაგებია, რომ საზოგადოებაში ბევრს შეიძლება არ მოსწონს ხელისუფლების გადაწყვეტილებები და გვაკრიტიკებს, კი ბატონო მესმის, ნებისმიერ კრიტიკას მოვისმენ და თუ მისღებია, მივიღებ.
ნებისმიერ ოპონენტს პატივს ვცემ, თუკი კორექტულად და ზრდილობის ფარგლებში მაკრიტიკებს და ვალდებულიც ვარ, ასე მოვიქცე, მაგრამ, როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ ეს ვითომ კაცები, სინმდვილეში არაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც ქალის მიმართ, აი მერე მეუღლემ ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო, შეურაცხყოფის და ლანძღვის თმენის ვალდებულება ნამდვილად არ აქვთ ადამიანებს და ისე, პოლიტიკოსიც ადამიანია!", - აცხადებს მანანა კობახიძე.


image

0
36
5-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0