x
image
Lady in blue
თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდება

ავტობუსიდედაქალაქის მთავრობის დადგენილებით, 21 ივნისიდან თბილისის საქალაქო მუნიციპალური სატრანსპორტო მომსახურება საზაფხულო რაოდენობებზე გადავიდა. მთლიანი მინიმალური გასვლა გათვალისწინებულია 396 ერთეულით. გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის ნაწილი დედაქალაქში რჩება, ზოგიერთ მატშრუტებზე რაოდენობებში განხორციელდა კორექტირება და ბოლო 2 წელია თბილისში დაგეგმილზე მეტი მოძრაობს. ამჟამად მოსახლეობის გადაადგილებას ემსახურება 481 ერთეული. ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში, საგამოცდო ცენტრებში მიმსვლელთა დროული გადაადგილების მიზნით, ცენტრების მიმართულებით მოძრავ მარშრუტებს 30 ავტობუსი დაემატა. 16 ივლისიდან მითითებულ რაოდენობას დააკლდება 30 ავტობუსი და ქალაქის მასტაბით 451 ერთეული იმოძრავებს.
მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ განრიგს 16 სექტემბერს დაუბრუნდება.

0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0