ნამცხვრები 50 საოცრად ლამაზი ტოტოროს ტორტი ბავშვებისთვის, რომლის შეჭმაც ნამდვილად დაგენანებათ 2015, 31 აგვისტო, 11:30 ტოტორო, ყველასათვის საყვარელი ტყის სული იაპონური ანიმაციური ფილმიდან "ჩემი მეზობელი ტოტორო, " ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გააფორმოთ თქვენი შვილის ტორტი ნებისმიერი მოვლენის შემთხვევაში – განსაკუთრებით დაბადების დღის.
ეს სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი, "となりのトトロ, " შეიქმნა 1988 წელს Studio Ghibli-ის მიერ, რეჟისორი და სცენარის ავტორი – ჰაიაო მიაძაკი. მიღებული აქვს ანიმე ფესტივალის Animage გრანპრი. ფილმის მთავარი პერსონაჟები, ორი და – საცუკი და მეი, სოფელში გადასვლის მერე ხვდებიან გიგანტურ ტყის სულს ტოტოროს, რის შემდეგაც ბუნებას უფრო მეტად უახლოვდებიან და მათთვის ახალ სამყაროს ეცნობიან.
იაპონიაში ტოტორო ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც მიკი მაუსი სხვა ქვეყნებში. ამ ანიმაციის ფუმფულა და კაშკაშა პერსონაჟები კი საშუალებას იძლევიან ძალიან მიმზიდველად გააფორმოთ სადღესასწაულო ტორტები. რომელი მათგანი გამოიყურება უფრო გემრიელად, თავად გადაწყვიტეთ.
831 5-ს მოსწონს
|