საზოგადოება თამაზ ჭეიშვილი ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემის დახურვას ეხმაურება-დიდი პატივი იქნება ამ მყვირალა ტელეწამყვანის და მისი ,,პერსონის,, ფსიქოტიპის გარჩევა დავიწყო 2015, 30 აგვისტო, 22:28
ჟურნალისტი და პარაფსიქოლოგი თამაზ ჭეიშვილი ინგა გრიგლიას საავტორო გადაცემების "რეაქცია" და "იმედის კვირის" დახურვას საკუთარი "ფეისბუქის" გვერდიდან ეხმაურება:
დიდი პატივი იქნება ამ მყვირალა ტელეწამყვანის და მისი “პერსონის“ ფსიქოტიპის გარჩევა დავიწყო. ტელეეკრანს აქვს ერთი უნიკალური თვისება, როგორც არ უნდა “იმსახიობო“ და “მოირგო როლი“, , ჟურნალისტი, პროფესიონალი მსახიობი არ, ან ვერ გახდები და პირველსავე წუთებზევე “გაიყიდები“ შენივე სიყალბით! მაყურებლი უცბად გრძნობს სიყალბეს და ქვეცნობიერად აცხადებს - მე ამ ტელეწამყვანის არ მჯერა! საქართველოს არხების წამყვანების თითქმის 90 პროცენტს ინტელექტი აკლია!ერუდიციის, განათლების დეფიციტი აშკარად იგრძნობა! მედიაში გავიზარდე და დავბერდი, მიუხედავად ამისა არასოდეს მომსვლია აზრად საკუთარ თავს მედიაექსპერტი ვუწოდო.ტელეწამყვანები და ე.წ. “მედიაექსპერტები“ ერთი ყაიდით და თარგით გამოჭრილ - შექმნილებს გვანან“ და რა მდარე ხარისხის მუხტსაც ატარებენ, ცდილობენ იმ დონემდე დაიყვანონ საზოგადოებისა და მაყურებლის გემოვნება! ვფიქრობ ეს არის გამიზნული ანტისაზოგადოებრივი “პროექტი“! ჯერ არ უნდა დაუშვა პროვინციალები ტელესივრცეში და თუ ეს გააკეთე, კეთილი ინებე მეგობარო, პატივი ეცი ტელემაყურებლის ღირსებას და წამყვანების კულტურა და ინტელექტი, პროფესიონალურ თვისებებთან ერთად დამაკმაყოფილებელ დონემდე აღზარდე!...მაგრამ რა ვუყოთ ნეპოტიზმს “ ბიძაშვილ - მამიდაშვილობის ფენომენს“?ხომ არ მოვიმდურებთ “საახლობლოს, სანათესაოსა და სამეგობროს“ მითუმეტეს, როცა სოლიდურ ანაზღაურებაზეა საუბარი... ბოლოს და ბოლოს სუპერწამყვანის, ლარი კინგის თოქშოუ დაიხურა!ადგა კაცი პირდაპირ ეთერში, მადლობა გადაუხადა მაყურებელს “ამდენი წელი რომ მიძლებდითო“ და წავიდა.რა, სხვა არხებზე არ დახურულა გადაცემები?თქვე კაი ხალხო, პირდაპირი ეთერის დროს შეცვივდა სპეცნაზი “იმედში“ დახურეს კი არა თავზე დაამხეს ტელევიზია წამყვან თარგამაძეს!რა, “მეცხრე არხი“ არ დახურეს?აი რა იყო დახურვა და “ბოქლომის დადება“!მე მაგალითად როგორც ჟურნალისტს და მაყურებელს არ მომწონდა ინგა გრიგოლიას აგრესიული, აშარად პროვოკაციული სტილი და დავწერე კიდეც ამის შესახებ. ტენდენციურობის ელფერი დაკრავდა მის გადაცემებს!თუ არ “ეპიტნავებოდა“ რესპოდენტი უცბად “მოაკეტინებდა“!შეიძლება მიგყავდეს ქალს გადაცემა, მაგრამ ამ გადაცემის “მამაშა“ რომ ხდები, რა უფლება გაქვს? მოდით, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია და გავერკვეთ რა მოხდა სინამდვილეში!მე რომ ვყოფილიყავი იმედის “მთავარი რედაქტორი“ ელემეტარულად, არ გავაკარებდი ტელეეთერს, მითუმეტეს პირდაპირს! ეს ჩემი მოსაზრებაა და არავინ არ არის ვალდებული გაიზიაროს! 494 6-ს მოსწონს |
არც ინგუშას შექმნია პრობლემები!!!