x
image
natia.a
გოგლი-მოგლი: წამალი თუ საწამლავი? - ეს უნდა ვიცოდეთ!

image
გოგლი-მოგლი
- ამ უგემრიელესი დესერტის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით იგი გერმანელმა კონდიტერმა, მარფრედ კიოკენბაუერმა გამოიგონა ტკბილეულის კონსერვაციის შესახებ ჩატარებული ექსპერიმენტის დროს. სახელწოდებაც გერმანული სიტყვისგან - Kuddel-muddel (არევ-დარევა) - მომდინარეობს. ცოტა ხანში გოგლი-მოგლის მასიურ წარმოებაზე პატენტი 1, 5 მილიონ მარკად შეისყიდა ერთ-ერთმა ცნობილმა კონცერნმა.


გოგლი-მოგლის ხსენებაზე ალბათ ბევრს გაახსენდა ცნობილი მულტფილმი, სადაც ექიმი აიბოლიტი ავადმყოფ ბავშვებს წამლად სწორედ გოგლი-მოგლს უნიშნავს.

მართლაც, ეს ის შემთხვევაა, როცა გემრიელი სასარგებლოცაა და ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ.

რატომ არის გოგლი-მოგლი სასარგებლო?
image

კლასიკური გოგლი-მოგლის სარგებელი მთლიანად განპირობებულია მის შემადგენლობაში არსებული კვერცხით. კვერცხის გული შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო მთელ რიგ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებსაც სამკურნალო ეფექტიც აქვს. მასში შემავალი ძირითადი ვიტამინებია А, В3 და В12, D და С; მინერალები – კალციუმი, იოდი, ფოსფორი, რკინა, მაგნიუმი, თუთია. გარდა ამისა, კვერცხის შემადგენლობაში შედის ამინომჟავები. სამკურნალო მიზნით გოგლი-მოგლს იყენებენ ხველებისას, ანგინისას, ხმის დაკარგვისას, გაციებისას. ამ დესერტის მიღება ასევე ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიმსივნის პროფილაქტიკას, ამაგრებს ძვლოვან ქსოვილებს და დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, კბილების, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. გოგლი-მოგლი რეკომენდებულია ასევე იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც არასაკმარისი წონა გააჩნია. მიუხედავად შედარებით დაბალკალორიულობისა, იგი ორგანიზმს ამარაგებს ცხოველური ცხიმებითა და ცილებით, რაც წონის მატებას უწყობს ხელს.

საფრთხე!
image

სასარგებლო თვისებებისა და სასიამოვნო გემოს მიუხედავად, გოგლი-მოგლს მთელი რიგი უკუჩვენებები და შეზღუდვები გააჩნია. პირველ რიგში იგი გამორიცხულია იმ ადამიანთა რაციონიდან, რომლებსაც კვერცხზე ალერგია აქვთ. მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ასევე შაქრიანი დიაბეტით, ღვიძლის დაავადებებით, ათეროსკლეროზით დაავადებულებმა; ასევე მათ, ვისაც აქვთ კუჭის, პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემა.

ბავშვებისთვის გოგლი-მოგლის მიცემა რეკომენდებულია 5 წლის ზემოთ ასაკიდან.
image

გოგლი-მოგლის მომზადებისას დარწმუნებული იყავით, რომ იყენებთ მხოლოდ ახალ და შემოწმებულ კვერცხს, რადგან ქათმის კვერცხი ხშირად ხდება ისეთი საშიში დაავადების გადამტანი, როგორიცაა სალმონელა. თუ კვერცხის ნაჭუჭზე რაიმე სახის დაზიანებას შეამჩნევთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ იგი გოგლი-მოგლისთვის, რადგან ამ დროს კვერცხი თერმულად არ მუშავდება და ბაქტერიების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.


ახლა კი კლასიკური გოგლი-მოგლის რეცეპტი:

image

პირველ რიგში კარგად გარეცხეთ 1 ცალი ახალი კვერცხი. გულდასმით გააცალკევეთ ერთმანეთისგან ცილა და გული. გულს დაამატეთ 2 ჩ.კ. შაქარი და ხელით ათქვიფეთ რაც შეიძლება ენერგიულად, სანამ თეთრ ქაფს არ მიიღებთ. შეგიძლიათ ეს ყველაფერი მიქსერითაც გააკეთოთ, მაგრამ, ხელით მაინც სულ სხვაა...


როგორც აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ კლასიკური გოგლი-მოგლის რეცეპტია, რომლის საფუძველზე ძალიან ბევრი ვარიაციაა შესაძლებელი თაფლის, ხილის, რძის, ლიქიორისა და სხვა ინგრედიენტების დამატებით.

4
11174
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
11174
  
2018, 10 ოქტომბერი, 14:36
კაკაო და ცოტა კონიაკი უხდება
2015, 30 აგვისტო, 12:43
გავაზიარე
2015, 30 აგვისტო, 11:15
გეთანხმები:) ეს უბრალოდ საფუძველია, რომელშიც ბევრი რამის გარევა შეიძლება. ალკოჰოლსაც კი ურევენ. :)
2015, 30 აგვისტო, 11:13
თუ კაკაოს გაურევთ, გაცილებით გემრიელია :):)
0 1 4