საზოგადოება წვეულება პრეზიდენტის სასახლეში და პრემიერის სელფი (+ფოტოები და ვიდეო) 2015, 25 აგვისტო, 13:40 გუშინ, 24 აგვისტოს 20 წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც საქართველომ მიიღო დღეისთვის მოქმედი კონსტიტუცია. ამ ფაქტთან დაკავშირებით საღამოს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე 900-მდე სტუმარი იყო მიწვეული. წვეულებაზე მიწყეული იყო როგორც მოქმედი პარლამენტის, ისე კონსტიტუციის მიმღები საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, მთავრობის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მთავრობის ცალკეულ წევრებთან ერთად, დაპატიჟებული იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ბევრი ეჭვობდა, რომ იგი პრეზიდეტის სასახლეში არ მივიდოდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას ამჟამინდელ საპრეზიდენტო რეზიდენციის შენობასთან. თუმცა, მრემიერი გუშინ საღამოს წვეულებაზე მივიდა და უფრო მეტიც, სელფიც კი გადაიღო ჟურნალისტებთან. ქვემოთ გთავაზობთ პრეზიდენტისა და პრემიერის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდებიდან... ესეც ვიდეომასალა: 347 6-ს მოსწონს
|