საზოგადოება ეკა კვალიაშვილის დამაინტრიგებელი ფოტო, რომელმაც მორიგი სკანდალი გამოიწვია 2015, 23 აგვისტო, 11:25 მომღერალი ეკა კვალიაშვილი ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად ხდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. როგორც ცნობილია, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, და მის დასახმარებლად ტელემარათონიც კი გაიმართა. თუმცა ამ ღონისძიებას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ჯერ იყო და მომღერალმა განაცხადა, რომ თანხა სრულად არ მიიღო. გარდა ამისა, მარათონის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ მომღერალი ავად არც ყოფილა. თავად ეკა კვალიაშვილმა თავის ავადმყოფობაზე და შეტევებზე არაერთ გადაცემაში ისაუბრა და სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებდა სტატუსებს. როგორც გახსოვთ, იგი საქართველოს დატოვებაზეც ლაპარაკობდა, რადგან, მისი თქმით "არაფერი არ გამოდის აქ, ჩემს საცოდავ სამშობლოში". ცნობილია, რომ მომღერალმა ცოტა ხნის წინ კუჭის თიაქრის ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. ეს მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც ჩანს, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ თავად ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დადო. ფოტოები ცოტათი პიკანტური და დამაინტრიგებელია. მომხმარებელთა ერთი ნაწილი ეკას გამოჯანმრთელებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ისევ ისე მომხიბვლელად გამოიყურება როგორც 20 წლის წინ. ბევრმა კი, ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, იგი აფიორაში და უზნეო საქციელში დაადანაშაულა. თუმცა მომღერალი ასე შესაძლოა, იმიტომ იქცევა, რომ არ უნდა, ხალმა დაინახოს რომ პრობლემები აქვს. "არ მინდა ხალხმა დამინახოს, როდესაც ცუდად ვარ", - წერდა ცოტა ხნის წინ მომღერალი. 333 5-ს მოსწონს
|